კომპანიის ბრენდინგი - რითი დავიწყოთ?

აღარ ვისაუბრებთ იმაზე, კომპანიის ბრენდინგი რატომ და რისთვის არის მნიშვნელოვანი, მოდით პირდაპირ დავიწყოთ იმის განხილვა, თუ რა გვჭირდება ჩვენი ბიზნესის ბრენდირების დასაწყებად.

სახელწოდების მოფიქრება

ყველაფერი იწყება სახელწოდებით, ეს არის თქვენი ბრენდის სიტყვიერი და ჟღერადი გამოვლინება. სახელწოდების გარეშე არ არსებობს არც ბრენდი.

ლოგოს დიზაინი

ბრენდინგისახელწოდების შერჩევის შემდგომ საჭიროა ბრენდის ვიზუალიზაცია, რისთვისაც საჭიროა ლოგოს დამზადება.

ლოგო და სახელი ეს არის ბრენდინგის საფუძველი, რაზეც შენდება თქვენი კომპანიის ბრენდის იდენტობა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის სწორად შერჩევა, მათ შორის პროფესიონალების დახმარება.

რათა თქვენი ბრენდის შენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

ბრენდინგის სტრატეგია

ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც გააჩნია მიზნები სჭირდება შესაბამისი სტრატეგია.

იმისათვის, რომ თქვენი კომპანიის ბრენდინგი იყოს წარმატებული, აუცილებელია სწორად გაწერილი გეგმა.

ბრენდირების განხორციელება

და ამ გეგმის ეფექტურად განხორციელება, რაც მოიცავს SMART მიზნების დასახვას, სწორი ხელსაწყოების შერჩევას, ადეკვატურ ბიუჯეტირებას და სწორ ბრენდის პოზიციონირებას.

შეფასება & კორექტირება

ბრენდის შექმნათქვენი ბრენდინგის სტრატეგია და მისი განხორციელების პროცესი არ იქნება იდეალური, თქვენ დაუშვებთ შეცდომებს, რაც ბუნებრივია.

მთავარია ამ შემცდომების დროულად დაფიქსირება, შეფასება და მათი გამოსწორება, რის გარეშეც არ გექნებათ პროგრესი.

როგორ შევაფასოთ კომპანიის ბრენდინგი? ამისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ შეფასების მექანიზმები, ასევე დავიხმაროთ ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც დაგვეხმარება დავინახოთ რეალური სურათი, დროის შერჩეული ჭრილის მიხედვით.