კომპანიის ბრენდინგი - რითი დავიწყოთ?
რატომაა მნიშვნელოვანი კომპანიის ბრენდინგი ?
განსხვავებულობა – ბრენდინგი ეხმარება მომხმარებელს განასხვაოს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, სხვა კონკურენტისგან.
აღქმადობა – ბრენდინგი აყალიბებს თქვენი ბრენდის იდენტობას, უზრუნველყოფს მის პოზიტიურად აღქმას, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვების ზრდაზე.
ნდობა – მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს უცხოს და ახალს, ბრენდი კი ზრდის ნდობის ხარისხსს.
პრემიუმ ხაზი – მხოლოდ ბრენდირებული პროდუქტი ან მომსახურება შეიძლება მიიჩნიოს მომხმარებლმა პრემიუმ კლასად. გახსენდებათ რაიმე არაბრენდირებული პრემიუმ კლასის პროდუქტი ან მომსახურება?
როგორ განვახორციელოთ ეფექტური ბრენდირება?
სახელწოდების მოფიქრება
სახელწოდების მოფიქრება პირველი ნაბიჯია ეფექტური ბრენდინგის განსახორციელებლად.
ყველაფერი იწყება სახელწოდებით, ეს არის თქვენი ბრენდის სიტყვიერი და ჟღერადი გამოვლინება. სახელწოდების გარეშე არ არსებობს არც ბრენდი.
ლოგოს დიზაინი
სახელწოდების შერჩევის შემდგომ საჭიროა ბრენდის ვიზუალიზაცია, რისთვისაც საჭიროა ლოგოს დამზადება.
ლოგო და სახელი ეს არის ბრენდინგის საფუძველი, რაზეც შენდება თქვენი კომპანიის ბრენდის იდენტობა.
ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის სწორად შერჩევა, მათ შორის პროფესიონალების დახმარება.
რათა თქვენი ბრენდის შენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური.
Brandbook-ის დამზდება
ბრენდბუქი არის ბრენდის სახელმძღვანლო, რომელიც მოიცავს ბრენდინგის საფუძვლებს: ვიზუალურ იდენტობას, ბრენდის მიზნებს, მისიას და ძირითად პრინციპებს.
ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესის წარმატების საფუძველია.
ბრენდინგის სტრატეგია
ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც გააჩნია მიზნები სჭირდება შესაბამისი სტრატეგია.
იმისათვის, რომ თქვენი კომპანიის ბრენდინგი იყოს წარმატებული, აუცილებელია სწორად გაწერილი გეგმა.
და ამ გეგმის ეფექტურად განხორციელება, რაც მოიცავს რაციონალური მიზნების დასახვას, სწორი ხელსაწყოების შერჩევას, ადეკვატურ ბიუჯეტირებას და სწორ პოზიციონირებას.
ბრენდირების პროცესის მართვა
თქვენი ბრენდინგის სტრატეგია და მისი განხორციელების პროცესი არ იქნება იდეალური, თქვენ დაუშვებთ შეცდომებს, რაც ბუნებრივია.
მთავარია ამ შემცდომების დროულად დაფიქსირება, შეფასება და მათი გამოსწორება, რის გარეშეც არ გექნებათ პროგრესი.
როგორ შევაფასოთ კომპანიის ბრენდინგი? ამისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ შეფასების მექანიზმები, ასევე დავიხმაროთ ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც დაგვეხმარება დავინახოთ რეალური სურათი, დროის შერჩეული ჭრილის მიხედვით.