რეკლამა სოციალურ ქსელში
გაქვთ კარგი პროდუქცია ან მომსახურება, თუმცა არ ხართ კმაყოფილი გაყიდვებით? რეკლამა სოციალურ ქსელში დაგეხმარებათ გააცნოთ მიზნობრივ აუდიტორიას თქვენს შესახებ ინფორმაცია და გაზარდოთ გაყიდვები, ყველაზე ნაკლები დანახარჯით.
სოციალური მედიის მართვა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ტრადიციული ტიპის სარეკლამო პლატფორმა, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და საგზაო ბანერები.
რას გულისხმობს რეკლამა სოციალურ მედიაში?
რეკლამა სოც ქსელებში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც განაპირობებს შედეგების ეფექტურად მიღწევას:
1. ჭკვიანური სტრატეგია
2.გამორჩეული სარეკლამო კონენტი
3. ეფექტური რეკლამის გაშვება და მართვა
4. სწორი ბიუჯეტირება
5. ანალიზი და კონტროლი
როგორ განვახორციელოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში?
- ვინ არის თქვენი მომხმარებელი? რა იცით თქვენი მომხმარებლის შესახებ, კერძოდ: რა ასაკის, სქესის და ქცევების მქონე არის თქვენი მომხმარებელი? მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი მომხმარებლის პორტრეტი.
- შეისწავლეთ კონკურენტები – ასეთივე გულმოდგინებით უნდა შეისწავლოთ კონკურენტებიც, რაც დაგიზოგავთ დიდ დროს და რესურსებს.
- განსაზღვრეთ სწორი სარეკლამო მესიჯები – აბსტრაქტული და უმესიჯო რეკლამა არაფრის მომცემია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებელი არ პატიობს ასეთ შეცდომებს.
- გარდაქმენით სარეკლამო შეთავაზებებად – ეფექტური რეკლამა იქმნება, თქვენი მესიჯების შეთავაზებებად სწორად გარდაქმნის პროცესში.
- გაუშვით მიზნობრივი რეკლამა – რეკლამა უნდა მიუვიდეს იმას, ვისაც აინტერესბს, სწორედ ამ მარტივი წესის დაცვა არის საჭირო, რათა მიაღწიოთ შედეგებს.
- არ დანებდეთ, გააკეთეთ მაქსიმალური და თუ მაინც არ გამოგდით დაიხმარეთ პროფესიონალები
რა ღირს რეკლამა სოციალურ ქსელებში?
რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სოციალურ ქსელებში რეკლამირება?
როგორც წესი რეკლამა სოციალურ მედიაში ორი ტიპის ხარჯისგან შესდგება:
1.მომსახურების ღირებულება – სოციალური ქსელების მართვის მომსახურების ღირებულება, რაც მოიცავს როგორც სარეკლამო მასალის შექმნას, ასევე რეკლამის გაშვებას და მართვას.
2.სარეკლამო ხარჯი – თანხა, რისი გადახდაც ხდება თავად სარეკლამო პლატფორმისთვის, რათა მან აჩვენოს თქვენი რეკლამა საკუთარ მომხმარებელს.
ორივე ტიპის ხარჯი განისაზღვრება 1 თვის ჭრილში.
მოდით განვიხილოთ საორიენტაციო ხარჯები სხვადასხვა პლატფორმისთვის:
- Facebook რეკლამა – რეკლამის ბიუჯეტი განისაზღვრება თქვენი ამოცანების, პროდუქციის ან მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. 100-150$ არის მინიმალური თვიური სარეკლამო ბიუჯეტი, რაც გარკვეულ შედეგს მოგიტანთ.
- Instagram რეკლამა – ინსტაგრამი და ფეისბუქი, ორივე მეტას მფლობელობის ქვეშაა, ამიტომაც მათი დარეკლამება ხორციელდება Meta-ს ერთიანი ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, თუმცა, როგორც წესი, სარეკლამო ბიუჯეტი ინსტაგრამზე უფრო მეტია საჭირო დაახლოებით 20%, თუ თქვენი პროდუქტი ან სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადი არ არის ინსტაგრამის აუდიტორიისთვის.
- Linkedin რეკლამა – საკმაოდ ძვირი ჯდება რეკლამა ლინქედინზე, ამიტომაც ჩვენი რჩევა იქნება უფრო ორგანულ სტრატეგიაზე გააკეთოთ აქცენტი.
- Tiktok რეკლამა – ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი საქართველოში ტიკ-ტოკ რეკლამის გაშვება, თუმცა ორგანული შედეგებიც ძალიან კარგი შეიძლება იყოს, თუ გაქვთ ეფექტური სტრატეგია და კარგი ვიდეო რგოლები.
ტოპ 5 შეცდომა - რეკლამირება სოციალურ მედიაში
არასწორი პლატფორმის შერჩევა – თქვენს რეკლამას არ ექნება შედეგი, თუ ისეთ პლათფორმაზე არეკლამებთ, სადაც არ არიან თქვენი მიზნობრივი მომხმარებლები.
მაგალითად: ინსტაგრამზე გაგიჭირდებათ პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვა, თუ იგი მიმართულია 50+ ქართველ მამაკაცებზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.
ცუდი სარეკლამო მასალა – რეკლამა სოციალურ ქსელებში ყველაზე კონკურენტული სარეკლამო მიმართულებაა. თუ თქვენი სარეკლამო მასალა (კონტენტი) არ არის გამორჩეული ან პირიქით გამოირჩევა უხარისხობით, შედეგების მიღება ძალიან გაგიჭირდებათ.
უინტერესო შეთავაზება – ყველაზე ცუდი საყურებელია რეკლამა, რომელიც არ იწვევს ინტერესს მომხმარებელში, შედეგად იხარჯება თანხები, თუმცა შედეგი არ ჩანს.
არასწორი ბიუჯეტირება – არასაკმაირისი ბიუჯეტი, ისეთივე ნეგატიურად აისახება რეკლამის შედეგებზე, როგორც ზედმეტი თანხები, რომლებიც მალე იწურება და შედეგი კვლავ არ არის. რაშია გამოსავალი? ბიუჯეტის სწორი გეგმარება და თანხების ხარჯვის კონტროლი.
ცუდი კომუნიკაცია – რეკლამა კარგად მუშაობს, ინტერესდებიან მომხმარებლები, თუმცა არ იზრდება გაყიდვები? ეს შესაძლოა იყოს ცუდი კომუნიკაციის მთავარი ნიშანი. გახსოვდეთ, რომ რეკლამის მიზანია მომხმარებლის მოზიდვა, ხოლო მისი კლიენტად ქცევა ეფექტური კომუნიკაციით ხორციელდება.
როგორ მუშაობს თქვენი რეკლამა სოციალურ მედიაში?
გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით – 555 97 47 17 / info@blh.ge