რეკლამა ტელეგრამზე
ტელეგრამი შედარებით ახალი სოციალური პლატფორმაა, რომელიც გამოირჩევა კონფიდენციალურობით და უსაფრთხოებით.
სულ უფრო მეტი ქართველი რეგისტრირდება ამ პლატფორმაზე, ამიტომაც საინტერესოა განვიხილოთ რამდენად ეფექტურია რეკლამა ტელეგრამზე?
ასევე დაგაინტერესებთ:
რას გულისხმობს რეკლამირება ტელეგრამში?
ეს არის მესიჯის ფორმატის რეკლამა, რომელიც შესაძლოა გამოჩნდეს მხოლოდ ისეთ ტელეგრამ ჯგუფებში, რომელთა წევრების რაოდენობა 1000-ზე მეტია.
ტექსტური რეკლამის მოცულობა არის 160 სიმბოლო, არ გამოიყენება ფოტო ვიზუალები ან ანიმაცია.
რატომ რეკლამა ტელეგრამზე?
ტელეგრამზე უკვე 1 მილიარდი მომხმარებელია რეგისტრირებული და მათი მოცულობა ყოველდღიურად იზრდება.
ქართველებიც საკმაოდ დაინტერესებულები არიან ამ პლატფორმით და მათი რიცხვით მუდმივად ზრდადია.
რაც აჩენს რეკლამირების შესაძლებლობას ბიზნესისთვის.
მოდით განვიხილოთ ძირითადი ბენეფიტები:
მიზნობრივი რეკლამა – რეკლამის გაშვება შესაძლებელია, როგორც დემოგრაფიული ნიშნით, ასევე ინტერესების მიხედვით.
შედარებით იაფი – თქვენ იხდით თანხას რეალურ შედეგში – როდესაც მომხმარებელი ნახავს რეკლამას ან დააკლიკებს მას.
ნაკლებად შემაწუხებელი – თქვენი რეკლამა არის ნაკლებად შემაწუხებელი და ერწყმის ორგანულ კონტენტს.
აქვს თუ არა ტელეგრამში რეკლამირებას მომავალი?
მართალია ჯერ ძალიან ახალი პლატფორმაა და ძნელია პროგნოზირება, თუმცა მისი მომხმარებლის მოცულობისა და ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლოა ტელეგრამი გახდეს ერთ-ერთი გიგანტი პლატფორმა ინტერნეტ რეკლამის სფეროში და კონკურენცია გაუწიოს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი და სხვა.