საიტის დამზადება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია თქვენი ორგანიზაციის გამოჩენისკენ ვებ სივრცეში. ვებ-გვერდის ეფექტური ექსპლუატაციისთვის მნიშვნელოვანია მისი გაპიარება და ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება.

ვებ-საიტის ტიპის მიხედვით განისაზღვრება ტექნიკური უზრუნველყოფის მოცულობა და ინტენსივობა.

მაგალითად: უფრო მცირე ღონისძიებებია საჭირო მარტივი საინფორმაციო საიტსთვის, განსხვავებით ონლაინ მაღაზიისა, რომელიც საჭიროებს უფრო კომპლექსურ მიდგომას.

რას მოიცავს ტექნიკური მომსახურება?

საიტების ტექნიკური მომსახურება სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით:

  1. მიმდინარე ტექნიკური საკითხების მოგვარება – საიტის შეფერხების, გათიშვის, დავირუსების დროს მომსახურება კომპანია ახორციელებს რეაგირებას და დროულად აგვარებს წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემას.
  2. კონტენტის ატვირთვა / ცვლილებები – საჭიროებისამებრ საიტის კონტენტის ატვირთვა, ცვლილება, წაშლა, დამატება
  3. ონლაინ მაღაზიის პროდუქციის დამატება / ცვლილებები – ეს მომსახურება განკუთვნილია კატალოგის ტიპის საიტებისთვის ან ონლაინ შოპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროდუქციის დამატებას, წაშლას ან არსებულ პროდუქციაში ცვლილებების შეტანას.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ საიტის SEO ოპტიმიზაციას