საიტის ტექნიკური მომსახურება
საიტის დამზადება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია თქვენი ორგანიზაციის გამოჩენისკენ ვებ სივრცეში. ვებ-გვერდის ეფექტური ექსპლუატაციისთვის კი მნიშვნელოვანია მისი გაპიარება და ყოველთვიური საიტის ტექნიკური მომსახურება.
ვებ-საიტის ტიპის მიხედვით განისაზღვრება ტექნიკური უზრუნველყოფის მოცულობა და ინტენსივობა.
მაგალითად: უფრო მცირე ღონისძიებებია საჭირო მარტივი საინფორმაციო საიტსთვის, განსხვავებით ონლაინ მაღაზიისა, რომელიც საჭიროებს უფრო კომპლექსურ მიდგომას.
მნიშვნელოვანია საიტის მომსახურება და მისი პირობები განიხილოთ შემსრულებელთან, მის შექმნამდე, რათა შემდგომ თავიდან აიცილოთ მოულოდნელობები.
რას მოიცავს ტექნიკური მომსახურება?
საიტების ტექნიკური მომსახურება სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით:
- მიმდინარე ტექნიკური საკითხების მოგვარება – საიტის შეფერხების, გათიშვის, დავირუსების დროს მომსახურება კომპანია ახორციელებს რეაგირებას და დროულად აგვარებს წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემას.
- კონტენტის ატვირთვა / ცვლილებები – საჭიროებისამებრ საიტის კონტენტის ატვირთვა, ცვლილება, წაშლა, დამატება
- ონლაინ მაღაზიის პროდუქციის დამატება / ცვლილებები – ეს მომსახურება განკუთვნილია კატალოგის ტიპის საიტებისთვის ან ონლაინ შოპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროდუქციის დამატებას, წაშლას ან არსებულ პროდუქციაში ცვლილებების შეტანას.
ჩვენ ასევე ვახორციელებთ საიტის SEO ოპტიმიზაციას
რატომ არის მნიშვნელოვანი საიტების ტექნიკური უზრუნველყოფა?
საიტის ტექნიკური მომსახურება მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:
- ხორციელდება პრობლემების თავიდან არიდება (პრევენცია)
- რთულია თქვენი საიტის დავირუსება (გატეხვა)
- რაიმე ხარვეზის შემთხვევაში სწრაფად ხდება პრობლემის მოგვარება
- მცირე პრობლემის გადაზრდა არ ხდება უფრო კომპლექსურ პრობლემაში
- ხართ მშვიდად, რადგან ზუსტად იცით, რომ თუ რაიმე მოუვა საიტს, იგი აუცილებლად აღდგება და არ დაიკარგება.
რა ღირს საიტის მართვა & ადმინისტრირება?
საიტის მართვა ადმინისტრირება, ფასი პირობები