სურათების დამუშავება მარკეტინგისთვის
სურათების დამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია მარკეტინგისთვის, რითიც იქმნება სხვადასხვა კონტენტი და მარკეტინგული პროდუქტი, მათ შორის:
სარეკლამო სურათების დამუშავება – ინტერნეტ რეკლამის დიდი ნაწილი სწორედ სურათების ფორმატშია გაკეთებული, რომელთა გამოყენებაც ხორციელდება სხვადასხვა პლატფორმაზე რეკლამირებისთვის.
სურათები ვებ-გვერდისთვის – თუ ონლაინ მაღაზიის შექმნა გადაწყვიტეთ აუცილებლად დაგჭირდებათ ეფექტური ფოტოების გადაღება, ხოლო შემდგომ სურათების დამუშავება საიტზე განსათავსებლად.
სურათები პრეზენტაციისთვის – ფოტოების როლი არსებითია სხვადასხვა პრეზენტაციის, კატალოგის და შეთავაზების გასაკეთებლად. რაც უფრო კარგად არის დამუშავებული ფოტომასალა, მით უფრო შთამბეჭდავია დოკუმენტის ვიზუალიც.