ციფრული მარკეტინგი - 2024 წელს
ციფრული მარკეტინგი განაგრძლობს დიდი ტემპებით განვითარებას, ამ სტატიაში გვსურს განვიხილოთ ის ძირითადი ტენდენციები, რაც 2024 წელს ჩამოყალიბდა.
2024 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მარკეტერებისთვის, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის კუთხით: კვლავ ვითარდება მობილური ტექნოლოგია, “live streaming”, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
წინამდებარე სტატიაში გვინდა ვისაუბროთ იმ აქტუალურ ტენდენციებსა და მიმართულებებზე, რომლებმაც უკვე მიიქციეს დიდი ყურადღება და აგრძელებენ განვითარებას.
მესენჯერები და ჩატბოტები
მესენჯერები დღესაც პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებაა, თუმცა მათი მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ.
აღნიშნული განპირობებულია ინტერნერტ გიგანტების მიერ ამ ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვის ტენდენციებით.
გარდა ამისა, სულ მალე ტექსტური კომუნიკაციის გარდასახვა მოხდება ხმოვან კომუნიკაციაში, შესაბამისად ჩატბოტები დაიწყებენ თავისუფლად საუბარს და საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს ეყოლება პირადი ასისტენტი.
გარდა ამისა ჩატბოტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, საიტზე/აპლიკაციაში სტუმრობის გარეშე პირდაპირ მესენჯერიდან: პროდუქტის ყიდვა, ჯავშნის გაკეთება, ინფორმაციის მიღება და ა.შ.
ვირტუალური რეალობა და ვიდეო მარკეტინგი
2024-2025 წლები იქნება გარდამტეხი ვირტუალური რეალობის მნიშვნელობის ზრდის კუთხით.
ვირტუალურ რეალობზე აქტიურად მუშაობენ მსხვილი ინტერნეტ მოთამაშეები, მათ შორის მეტა და გუგლი.
რაც შეეხება ვიდეო მარკეტინგს, იგი ამჟამადაც იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ნებისმიერი მსხვილი მარკეტინგული აქტივობისას.
Youtube-ი, გუგლი, ფეისბუქი, ტიკ-ტოკი და სხვა მსხვილი მოთამაშეები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად ვიდეო სივრცის განვითარებისთვის, რამაც უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები და ვიდეოს როლი განსაკუთრებულად დიდია დღევანდელ რეალობაში, სამომავლოდ კი მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის ახალი ტექნოლოგიური მიღწევების და სწრაფი ინტერნეტის (5G & 6G) განვითარების კვალდაკვალ.
ასევე დაგაინტერესებთ: ვიდეო რეკლამა
ზეგავლენათა მარკეტინგი
2024 წელს ციფრული რეკლამირების ხარჯვითი წილი კიდევ უფრო არსებითად გადასცდა სატელევიზიო პროდუქტებზე დახარჯულ თანხებს.
ტენდეცია გრძელდება და სატელევიზიო რეკლამირება სულ უფრო მცირე ადგილს დაიკავებს მომავლის სარეკლამო ბაზარზე.
აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, 2024-2025 წლების პერიოდში, ციფრული სივრცე გაივსება ავტომატიზირებული სისტემებით, ვირუსული რეკლამებით, ხელოვნური ინტელექტით მართული საშუალებებით, რაც ადამიანებში მეტ სკეპტიციზმსა და ხელოვნურობის შეგრძნებას გააჩენს.
ამ ფონზე,ზეგავლენათა მარკეტინგი შეიძენს ახალ ძალას, ადამიანურობისა და რეალურობის მომენტი დიდი მოთხოვნით ისარგებლებს ციფრული სამყაროს სივრცეში.
ბლოქჩეინის ტექნოლოგია
ბლოქჩეინი არის ტექნოლოგია, რომელმაც უკვე რევოლუცია მოახდინა ფინანსური ტრანზაქციების სფეროში.
მილიარდობით დოლარი იხარჯება ამ ტექნოლოგიის საფუძველზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
ყველა წამყვარო სახელმწიფო სწავლობს ბლოქჩეინს სახელმწიფო სერვისებში გამოსაყენებლად, აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე დიდი ხანია დანერგა ბლოქჩეინის ტექნონოგია, საჯარო რეესტრის საქმიანობაში.
გარდა ამისა ათობით ბანკი და სადაზღვევო კომპანია სწავლობს და ითვისებს ბლოქჩეინის კომერციული სერვისებისთვის.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11 %-ზე მეტი სწორედ ბლოქჩეინის ქსელში იქნება მოცული.
ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მარკეტინგის სპეციალისტებმა ყურადღებით ადევნონ თვალი ბლოქჩეინის ტექნოლოგიის განვითარებას და მისი თავიანთ სფეროში გამოყენებაზე იფიქრონ.
ხელოვნური ინტელექტი
2024 წლის მთავარი მოვლენა მაინც ხელოვნური ინტელექტია და მისი განვითარების ტემპები. 2024-2025 წლებში ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრე მინიმუმ 100-ჯერ გაიზრდება, შეიქმნება ახალი პროდუქტები და შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ინოვაციური ტიპის მარკეტინგული აქტივობები.
შეჯამება
მარკეტინგის სპეციალისტებისთვის საინტერესო პერიოდი დგება, რაც პირველ რიგში ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებასა და მათ დანერგვაში მდგომარეობს.
წარმატება იქნება იმათი, ვინც მოახერხებს დაიცვას ეფექტური ბალანსი თუ რა მუშაობს ეხლა და რა იმუშავებს მომავალში.
ციფრული მარკეტინგი უფრო მრავალგანზომილებიანი იქნება, ეფექტური შედეგების მისაღებად არ იქნება საკმარისი მაგალითად მხოლოდ ფეისბუქის მართვა, გუგლში რეკლამირება ან ერთჯერადი სეო ოპტიმიზაცია.
მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვირტუალური რეალობა, ვიდეო მარკეტინგის ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.