ინტერნეტ რეკლამა 2024 წელს

ინტერნეტ რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტიპის სარეკლამო საშუალებაა, რომელიც მინიმალური ხარჯებით, მაქსიმალური შედეგების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ.

  • რეკლამა ინტერნეტში უფრო იაფია
  • ინტერნეტ რეკლამა უფრო სწრაფია
  • რეკლამირება ინტერნეტში უფრო მეტად გაზმოვადია

რეკლამა ინტერნეტში მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

ინტერნეტ რეკლამარეკლამა საძიებო სისტემაში – გულისხმობს სარეკლამო სივრცის შეძენას მაგალითად რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში და როდესაც მომხმარებელი ეძებს თქვენ მიერ მითირებულ საძიებო სიტყვებს, პირველ რიგში ხვდება თქვენი რეკლამა, ძიების შედეგებში.

საბანერო რეკლამა – ფოტოვიზუალური ან ანიმაციური რეკლამა, რომელიც მომხმარებელს უჩანს სხვადასხვა ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელში და ბლოგებზე.

სოციალური მედიაში რეკლამირება – სხვადასხვა ფორმატის და ტიპის რეკლამა სოციალურ ქსელებში, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინქედინი და სხვა. რეკლამირება ხორციელდება მომხმარებლის ინტერესების, დემოგრაფიისა და ქცევების საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ: სოც მედიის მართვა – სრული მომსახურება.

Email მარკეტინგი – სარეკლამო მეილების დაგზავნა მიზნობრივი იმეილ ბაზების მიხედვით. განსაკუთრებით ეფექტურია B2B სეგმენტში.

SMS მარკეტინგი – სმს რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია B2C სეგმენტში, მთავარია სწორი ბაზის შერჩევა და თანიმიმდევრულობა.

ინტერნეტ რეკლამის უპირატესობები

  • ფართო აუდიტორიასთან წვდომა – ინტერნეტ რეკლამა საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში თქვენი რეკლამა აჩვენოთ გაცილებით ფართო აუდიტორიას, ვიდრე ტრადიციული სარეკლამო საშუალებითაა შესაძლებელი (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია);
  • რეკლამის მიზნობრიობა – რეკლამირება ინტერნეტში უნიკალურ საშუალებას გაძლევთ თქვენი რეკლამა მოარგოთ კონკრეტულ აუდიტორიას, სხვადასხვა ინტერესების, ქცევის, ადგილმდებარეობის, სქესის, ასაკის და სხვა ნიშან-თვისებების მეშვეობით.
  • კონტროლის მექანიზმები – თქვენ ზუსტი ინფორმაცია გაქვთ რა ბიუჯეტით როგორი შედეგი მიიღეთ, ციფრებში, რაც საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ სამომავლო ბიუჯეტი და საორიენტაციო წარმოდგენა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

ონლაინ რეკლამის ნაკლოვანებები

მოდით განვიხილოთ ნაკლოვანებებიც, რომლებიც ახასიათებს ინტერნეტ რეკლამირებას:

1.არასწორი აუდიტორიის შერჩევა – თუ რეკლამა მიმართულია არასწორ აუდიტორიაზე, რაც არ უნდა გამორჩეული იყოს თქვენი შეთავაზება ან რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი დახარჯოთ მასზე, შედეგი უბრალოდ არ დადგება.

2.თანხების გაფლანგვა – ინტერნეტ რეკლამაში მარტივია თანხების გაფლანგვა, რაც ძირითადად არასწორი ბიუჯეტირებით არის გამოწვეული. ზედმეტად აგრესეიული რეკლამა, ისეთივე არაეფექტურია, როგორც მცირე ბიუჯეტით გაშვებული ონლაინ რეკლამა. ამიტომაც მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი, მიზნებსა და გამოყოფილ რესურსებს შორის.

3.არასწორ პლატფორმაზე რეკლამირება – არ აქვს აზრი კაკუნს იმ კარებზე, სადაც არ გველოდებიან. თუ გაგვიღეს ცივი უარით გაგვისტუმრებენ, ხოლო თუ არ გააღეს, რა აზრი აქვს კაკუნს?

4.სპამ რეკლამა – ვერ იქნებ ეფექტური ინტერნეტ რეკლამა, რომელიც თავიდანვე აღიზიანებს მომხმარებელს და იწვევს მისი მხრიდან ნეგატიურ რეაქციებს.

ინტერნეტ რეკლამის ფასები

რა ღირს რეკლამა ინტერნეტში? ონლაინ რეკლამის მთავარი ბენეფიტი სწორედ იმაში გახლავთ, რომ ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელია გარკვეული აქტივობის განხორციელება.

თუმცა, იმისათვის, რომ თქვენი ფინანსები სწორად იქნეს გამოყენებული, მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

1.პლატფორმის სწორად შერჩევა – მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სარეკლამო პლატფორმა ჩვენი ბიზნესისთვის. ფეისბუქ რეკლამა თუ რეკლამა ინსტაგრამზე?  იქნებ Youtube-ზე რეკლამირება არის უკეთესი? 

2. ბიუჯეტის სწორად განაწილება – ზედმეტად მაღალი ბიუჯეტი განაპირობებს დაბალ უკუგებას, ხოლო დაბალი ბიუჯეტი – არასაკმარის შედეგებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ეფექტური ბიუჯეტირება, მიზნებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებით.

3.ანალიზი & კორექტირება – ინტერნეტ რეკლამა საშუალებას გაძლევთ ყველაზე უფრო სწრაფად და მარტივად შეაფასოთ შედეგები და მოახდინოთ მათი კორექტირება, შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

როგორ განვახორციელოთ ინტერნეტ რეკლამა ?

  • განსაზღვრეთ მიზნები
  • ჩაატარეთ მარკეტინგული კვლევა
  • მარკეტინგული სტრატეგია აუცილებელია
  • შეარჩიეთ სწორი პლატფორმები
  • განსაზღვრეთ შესაბამისი ბიუჯეტი
  • ანალიტიკა და კონტროლი მნიშვნელოვანია