SEO ოპტიმიზაცია - მოკლედ და გასაგებად

SEO ოპტიმიზაციასეო ოპტიმიზაცია არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომლის მიზანია თქვენი საიტის საძიებო სისტემებთან დამეგობრება, როგორიცაა Google ან Bing.

SEO ოპტიმიზაცია ხორციელდება სხვადასხვა ხელსაწყოებითა და სტრატეგიით, რის საფუძველზეც იზრდება საიტის დომენის რეიტინგი და თქვენი ვებ-გვერდის სულ უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს, როდესაც პოტენციური მომხმარებლები ეძებენ თქვენს სერვისებს ან პროდუქციას.

მაგალითად: თუ თქვენი საქმიანობაა სახლების გარემონტება, თქვენთვის საინტერესო საძიებო სიტყვა იქნება: “ბინის რემონტი”.

თქვენი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გამოჩნდეს თქვენი ვებ-გვერდი ამ სიტყვების ძიებისას, გუგლის საძიებო სისტემაში. ამაში კი საიტის ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ.

რას მოიცავს სეო ოპტიმიზაციის მომსახურება?

SEO ოპტიმიზაციის პროცესი გრძელვადიანი და შრომატევადია, წარმოგიდგენთ ძირითად ეტაპებს:

1.საიტის ტექნიკური მდგომარეობა

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული ვებ-საიტის დამზადება. რაც უფრო გამართულია თქვენი ვებ-გვერდი, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება შედეგებზე გასვლა.

2.საძიებო სიტყვების განსაზღვრა

სწორი საძიებო სიტყვების (ქივორდების) განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამ ეტაპზე ხორციელდება ძირითადი ქივორდების მოძიება და ანალიზი.

3.კონტენტის შედგენა

შერჩეული საძიებო სიტყვების მიხედვით ხდება ეფექტური კონტენტის შედგენა, საიტზე განთავსება და ოპტიმიზირება.

4.ყოველთვიური მონიტორინგი და ანალიტიკა

ამ ეტაპზე ხორციელდება საიტის ოპტიმიზაციის პროცესის განხორციელება, ყოველთვიურ რეჟიმში, შედეგების მონიტორინგი, სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით და შედეგების კორექტირება.

SEO ოპტიმიზაცია - ფასი

ოპტიმიზაციის ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა:

1.ვებ-გვერდის ტექნიკური მდგომარეობა

2.ქივორდების რაოდენობა და კონკურენცია

3. ვადები

4.დომენის რეიტინგი

5. მიზნები

და სხვა.

გაინტერესებთ რა ეღირება თქვენი საიტის ოპტიმიზაცია? დაგვიკავშირდით ახლავე, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია.