აპლიკაციის დამზადება - რა უნდა ვიცოდეთ?

მობილური აპლიკაციის დამზადება ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად.

აპლიკაციების როლი ბიზნესში ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით საქართვეოში, სხვადასხვა მიზეზების გამო, აპლიკაციათა უმეტესობა ვერ აღწევს მათ წინაშე დასახულ მიზნებსა და იმედებს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, მობილური აპლიკაციების წარმატებისა და წარუმატებლობის ძირითად მიზეზებზე.

შევეცდებით გავცეთ პასუხი მთავარ შეკითხვას – ჭირდება, თუ არა ჩვენს ბიზნეს მობილური აპლიკაციის შექმნა ?

აპლიკაციის დამზადება

აპლიკაციის წარმატების მიზეზები

ეფექტური მობილური აპლიკაციის დამზადებისთვის, საჭირო შემდეგი სამი საკითხის გათვალისწინება:

1.აპლიკაციის დიზაინი და მისი აღქმა მომხმარებლისგან

მნიშვნელოვანია მობილური აპლიკაცია ისეთი დიზაინით იყოს შექმნილი, რომ მომხმარებელმა მარტივად აღიქვას და გამოიყენოს იგი.

დიზაინში არ იგულისხმება მხოლოდ ვიზუალი, არამედ ამ ვიზუალის უკან უნდა განისაზღვროს აპლიკაციის ყოველდღიური ფუნქციონირების პრინციპები.

ამ ორი ელემენტის ერთმანეთთან შეხამება საკმაოდ რთულია, რისთვის საჭიროა გამოცდილი პროექტის მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო დიზაინისა და ფუნქციონალის მქონე აპლიკაცია.

2.ბიზნეს პროცესი

მობილური აპლიკაციით შეთავაზებული ბიზნეს პროცესი გარკვეულწილად განსხვავებული, უფრო ინოვაციური და მარტივი უნდა იყოს.

თქვენ უნდა სთავაზობდეთ მომხმარებელს რამე განსხვავებულს და სასარგებლოს, რის გამოც იგი გადმოწერს აპლიკაციას.

თუმცა, გადმოწერა და მისი პირველად გამოყენება არ არის საკმარისი, აპლიკაციამ ისეთი სარგებელი უნდა შესთავაზოს მომხმარებელს, რომ მას არ მოუნდეს მისი წაშლა.

3.მობილური აპლიკაციის არქიტექტურა

აპლიკაციის სწორი სტრუქტურა ძალიან პროდუქტიული შეიძლება იყოს მისი განვითარებისთვის. თქვენი მიზანი უნდა იყოს აპლიკაციის უზრუნველყოფა ეფექტური ფუნქციებითა და კონტენტით- არაფერი ზედმეტი ან/და ნაკლები.

აპლიკაციის თითოეული ნაწილი უნდა იყოს ისე დალაგებული და ორგანიზებული, რომ ქმნიდეს ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს, მომხმარებელს არ უნდა დაჭირდეს აპლიკაციის გამოყენების შესწავლა, ის ამას უბრალოდ არ იზამს.

შეჯამება

ზემოთ განსაზღვრული სამი ელემენტი ავსებს ერთმანეთს და ქმნის აპლიკაციას, რომელიც:

  • მომხმარებლებს მოსწონთ და იყენებენ;
  • ბიზნესის წინსვლას უწყობს ხელს;
  • კომპანიის ბრენდის ცნობადობას უწყობს ხელს;

 

მობილური აპლიკაციის წარუმატებლობის მიზეზები

1. აპლიკაციის ღირებულება & ფინანსები

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც ყველას აინტერესბს – რა ღირს აპლიკაციის შექმნა?

ფინანსური საკითხების არასწორი შეფასება შესაძლოა იყოს თქვენი აპლიკაციის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

აპლიკაციის ღირებულება დამოკიდებულია მის ფუნქციონალზე, კომპლექსურობასა და სხვა დეტალებზე.

ხშირ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციების დამზადება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ვებ-საიტის შექმნა, ამიტომაც უნდა დაფიქრდეთ, რამდენად გჭირდებათ აპლიკაცია, ხომ არ ჯობია საიტის დამზადებაში ჩადოთ ინვესტიცია?

გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია, აპლიკაციის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის თანხები.

2. შემსრულებელი

მობილური აპლიკაციის დამზადებელის კვალიფიკაციის საკითხი ასევე ხშირად ხდება პროექტის წარუმატებლობის ან ვადებში ისეთი ჩავარდნის, რომ პროექტის განხორციელებას ეკარგება აზრი.

არ ენდოთ ყველა სუბიექტს, რომლებიც მზად არიან თავიანთი მომსახურება შემოგთავაზონ.

საქართველოს ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ბევრი ისეთი კომპანია და ცალკეული პროგრამისტი (ფრილანსერი) საქმიანობს, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ასეთ პირებთან საქმის დაჭერა არარეკომნდირებულია, რადგან სერიოზულად დაგაზარელბთ, როგორც ფინანსურად, ისე დროის მხრივ. 

3. აპლიკაციის საჭიროება

ხშირად, აპლიკაციის წარუმატებლობის მიზეზი მარტივია – ის უბრალოდ არავის სჭირდება.

აღშნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ბაზარზე არსებული პოპულარული აპლიკაციები, ისე თავად აპლიკაციის შინაარსი და ფუნქციონალი, რომელიც მოძველებული ან არასაჭიროა მიზნობრივი მომხმარებლისთვის.

ასეთი პრობლემის წინაშე, რომ არ დადგეთ, მნიშვნელოვანია კარგად გამოიკვლიოთ ბაზარი, ასევე დაეკითხოთ ამ საკითხის პროფესიონალებს.

 

 

გსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.