რეკლამა გუგლში - Google ads

გუგლში რეკლამარეკლამა გუგლში (Google ads) გეხმარებათ თქვენი შეთავაზება მიაწოდოთ მიზნობრივ აუდიტორიას, ყველაზე უფრო იაფად და სწრაფად.

რეკლამას ნახულობენ ყველაზე დაინტერესებული მომხმარებლები, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემაში ეძებენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას.

ამავდროულად სარეკლამო ბიუჯეტი იხარჯება ყველაზე უფრო ეფექტურად – თქვენ იხდით კონკრეტული შედეგისთვის – რამდენი ადამიანი ნახავს რეკლამას და შემდგომ ეწვევა თქვენს ვებ-გვერდს

როგორ ხორციელდება გუგლში რეკლამირება?

როგორ ხორციელდება გუგლში რეკლამირება?

რეკლამის ტიპი – პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ Google-ში რეკლამის ტიპები, სად და როგორ უნდა გამოჩნდეს თქვენი რეკლამა. 

რეკლამა საძიებო სისტემაში – თქვენ მიერ მითითებულ საძიებო სიტყვებზე ძიებისას მომხმარებელს ამოუვარდება თქვენი რეკლამა.

საბანერო რეკლამა – სარეკლამო ბანერები ან/და ანიმაციური ვიდეოები გამოუჩნდება მომხმარებელს გუგლის პარტნიორ ვებ-საიტებზე, როგორიცაა მაგ: Youtube.

საძიებო სიტყვები – პირველ რიგში ხდება თქვენი საქმიანობის შესაბამისი საძიებო სიტყვების განსაზღვრა, რასაც ეძებენ საძიებო სისტემაში თქვენი პოტენციური მომხმარებლმები.

მაგ: თუ გადამზიდავი კომპანია გაქვთ, საძიებო სიტყვები იქნება: “სახმელეთო გადაზიდვები, საჰაერო გადაზიდვები და ა.შ”

ასაკი, ადგილმდებარეობა, ენა – თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნული ელემენტები, რეკლამის გაშვებისას, რაც გაზრდის სწორი აუდიტორიის ფორმირების შესაძლებლობას.

დრო და სიხშირე – თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელ პერიოდში და რა სიხშირით უნდა გამოუჩნდეს მომხმარებელს რეკლამა.

ხელსაწყოები – თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რა ხელოსაწყოებით შემოსულ მომხმარებელს უნდა ამოუვარდეს რეკლამა: მობილური, კომპიუტერი, პლანშეტი.

გახსოვდეთ, რომ სწორად განხორციელებული რეკლამა გუგლში არის ეფექტური ინვესტიცია, მცირე ბიუჯეტით, მიაწვდინოთ თქვენი ხმა, ყველაზე უფრო დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებლებს.