საიტების დამზადება - როგორ შევქმნათ საიტი?

საიტების დამზადებამარკეტინგის ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელია ეფექტური საიტის დამზადება.

შეიძლება ითქვას, ფუნქციური და მიმზიდველი საიტების დამზადება ჯერ არ ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

აღნიშნული განპირობებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით, მათ შორის შეიქმნა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა: WordPress, Joomla, Wix და სხვა.

თუ ვებ გვერდის შექმნა გადაწყვიტეთ, ამ სტატიაში იხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების ეფექტურად რეალიზებაში.

საიტის შექმნა - რა გავითვალისწინოთ?

ვებ საიტი, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ყველა კომპანია საჭიროებს ვებ საიტის შექმნას, თუმცა ყველა დირექტორს ან დამფუძნებელს არ გააჩნია აუცილებელი ცოდნა გარკვეულ საკითხებზე.

საიტის შექმნაწინამდებარე სტატიის მიზანია სწორედ იმ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ხელმძღვანელს, ორგანიზება გაუწიოს ვებ-საიტის შექმნის პროცესს, მათ შორის განვიხილავთ, რა ეტაპებს მოიცავს ვებ-საიტის დამზადების პროცესი.

ვებსაიტის დასამზადებლად არ არის აუცილებელი, დიდი ფინანსების ინვესტირება, რადგან თანამედროვე რეალობა იძლევა საშუალებას საკმაოდ მისაღებ ფასებში შეიქმნას წარმოსადეგი ვებ-გვერდი.

1.საიტის დომენი

დომენი არის თქვენ ვებ საიტის მისამართი (მაგ: ჩვენი დომენია www.blh.ge )

თქვენ შეგიძლია ნებისმიერი ტიპის დომენი შეიძინოთ: ge, com, com.ge და ა.შ. დაბოლოვებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში იურიდიული პირებისთვის ერთი com.ge დომენი არის უფასო, ხოლო .ge დომენის ფასი, წელიწადში 30 ლარიდან იწყება. 

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უცხოური დომენები, როგორიცაა com, net და სხვა. უცხოური დომენის შესაძენად უნდა შეხვიდეთ ნებისმიერ საიტზე, რომელიც ყიდის დომენებს, მაგ: Godaddy.com.

მნიშვნელოვანია, რომ დომენის რეგისტრაცია მოხდეს თქვენი კომპანიის სახელზე, ქართული დომენების შეძენისას, ფორმდება ხელშეკრულება, სადაც თქვენი კომპანიის ან პირადად თქვენი რეკვიზიტები უნდა იყოს განსაზღვრული, რათა სრული კონტროლი გქონდეთ მასზე.

2.ჰოსტინგი (სერვერი)

ჰოსტინგი არის ვებ სივრცე, თქვენი ვებ-საიტის განსათავსებლად, რომლის მეშვეობითაც ვებ-საიტის მონაცემები ხელმისავწომია აუდიტორიისთვის დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ არჩევანი ქართულ და უცხოურ ჰოსტინგებს შორის. იმის მიხედვით, თუ რა მოცულობისაა თქვენი საიტი (მაგ: 1 გბ, 2გბ და ა.შ.), განისაზღვრება ჰოსტინგის ფასი. გარდა ამისა ჰოსტინგის ფასი დამოკიდებულია მის ფუნქციებზეც.

ქართული ჰოსტინგების ფასები საშუალოდ იწყება 10 ლარიდან თვეში, ხოლო უცხოური ჰოსტინგების საშუალო ფასი 5-10 $-ია თვეში, ამავდროულად არსებობს უფრო ძვირიანი ჰოსტინგებიც.

3.ვებსაიტების ტიპები:

მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ თუ რა ტიპის საიტი გვჭირდება. წარმოგიდგენთ ძირითადი ტიპის საიტებს:

– საინფორმაციო საიტი

ასეთი ტიპის საიტის მიზანია თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ფოტო-ტექსტური მასალების გამოყენებით.

საინფორმაციო ვებ-გვერდი შესაძლებელია იყოს, როგორც ერთგვერდიანი, ასევე მრავალგვერდიანი.

ნიმუშები:

www.tcgeorgia.com.ge

www.geoinspect.ge

www.dormer.ge

www.ibex.com.ge

www.prestogel.ge

www.paybot.ge

საშუალო ფასი: 800-1600 ლარის ფარგლებში

კატალოგის ტიპის საიტი

ასეთი ტიპის საიტის ძირითადი მიზანია პროდუქციის ან სერვისების წარმოჩენა კატალოგის მეშვეობით. პროდუქცია დაყოფილია კატეგორიებად, ხოლო ცალკეულ პროდუქტს გააჩნია ინდივიდუალური გვერდი, სადაც განსაზღვრულია დეტალური ინფორმაცია მის შესახებ.

კატალოგის ტიპის საიტს ასევე გააჩნია ფილტრაციის და ძიების დახვეწილი ფუნქციონალი.

ნიმუშები:

www.panels.ge

www.steelhouse.ge

www.liko-1.ge

საშუალო ფასი: 1800-2800 ლარის ფარგლებში

ონლაინ მაღაზია

ეს არის იგივე კატალოგის ტიპის საიტი, რომელსაც დამატებით გააჩნია პროდუქციის კალათაში დამატების და ონლაინ შესყიდვის ფუნქციები, ასევე მომხმარებლის კაბინეტი და შეკვეთების მართვის სისტემა.

გაიგე მეტი ონლაინ მაღაზიის დამზადების შესახებ.

ნიმუშები:

www.elva.ge

www.kiwo.ge

www.medt.ge

საშუალო ფასი: 800-1600 ლარის ფარგლებში

4.Wordpress საიტის აწყობა

შესაძლებელია ვებ საიტის უკვე არსებულ ძრავებზე აწყობა (მაგ: wordpess ის ძრავი) ან ვებ-პროგრამისტის მიერ თავიდან ბოლომდე მისი პროგრამულად დაწერა.

იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი მიზანი შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ვებ-საიტი, რომელთა ღირებულება მერყეობს რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე.

  • ვებ საიტის გვერდების შექმნა- ყველაზე რთული ეტაპია, აუცილებელია ერთი მხრივ კარგი დიზაინისა და მეორე მხრივ კარგად დაწერილი კონტენტის განთავსება.
  • ვებ საიტის დიზაინი- შესაძლებელია უკვე არსებული დიზაინის გადაკეთება ან ახალი დიზაინის დახატვა ეს უკანასკნელი უფრო ძვირი ჯდება.
  • კონტენტი– კარგი კონტენტი უმნიშვნელოვანესი ვებ-საიტისთვის, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, რომლებიც დალაგებული და მიმზიდველი ენით აუხსნიან მომხმარებელს თქვენი ვებ-საიტის მიზნებსა და მომსახურებას.

კონტენტის შექმნა, როგორც წესი სხვა პირს უნდა დაევალოს და არა დიზაინერს, რადგან ძალიან იშვიათობაა, კარგი დიზაინერი, რომელიც ამავდროულად კარგ კონტენტსაც ქმნის.

თქვენი საიტი, როგორც მინიმუმ სამ გვერდს საჭიროებს:

  • მთავარი გვერდი- ვინ ხართ და რას აკეთებთ,
  • ჩვენს შესახებ გვერდი- მომხმარებელი მეტის გაგებას შეძლებს კომპანიის შესახებ,
  • საკონტაქტო გვერდი- შესაძლებლობას იძლევა დაგიკავშირდნენ (კარგი იქნება, თუ ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია ყველა გვერდზე იქნება განსაზღვრული, განსაკუთრებით ტელეფონის ნომერი),

ამავდროულად ვებ საიტის მიზნიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სხვა გვერდებიც, როგორიცაა: მომსახურების გვერდი, ბლოგის გვერდი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდებზე არსებული კონტენტი იყოს გამართული ენობრივად და გრამატიკულად.

5.SEO და კონტენტ მარკეტინგი

იმის შემდგომ, რაც შეიქმნება ვებ საიტი, განისაზღვრება დომენი და განთავსდება იგი შესაბამის ჰოსტინგზე, დღის წესრიგში დადგება, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვის საკითხი.

მომხმარებლების მოზიდვა ბევრი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე ეფექტურია: მომხმარებლების მოზიდვა საძიებო სისტემებიდან და ინტერნეტ რეკლამიდან.

საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-საიტი, მარტივად რომ იძებნებოდეს აუცილებელია საიტის სეო ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტის განთავსება, რაც საშუალებას მისცემს თქვენს ვებ საიტს უფრო მაღალი შედეგები აჩვენოს ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing და Yandex.

რაც შეეხება ინტერნერტ რეკლამირებას, საქართველოში ყველაზე ეფექტურია, Facebook-ის რეკლამა და რეკლამა Google-ში.

როგორ ხდება საიტის გაკეთება?

ნებისმიერ ვებ-საიტს გააჩნია სამი ძირითადი ელემენტი:

  • საიტის ტიპის შერჩევა – პირველ რიგში ხდება ვებ-გვერდის ტიპის შერჩევა, ორგანიზაციის საჭიროების მიხედვით.
  • ვებ-გვერდის დიზაინი – საჭიროა ლოგოს დიზაინი, ფერთა პალიტრის განსაზღვრა, რომელიც გამოიყენება საიტის დიზაინში.
  • ვებ-საიტის სტრუქტურა და კონტენტის განსაზღვრა

ვებსაიტების დამზადების პროცესი:

  • შემსრულებლის შერჩევა
  • ხელშეკრულების გაფორმება
  • საიტის პირველადი ვერსიის წარდგენა
  • დამკვეთის მიერ განსაზღვრული შენიშვნების გათვალისწინება
  • საიტის საბოლოო ვერსიის წარდგენა
  • ვებ-გვერდის თარგმნა 

გსურთ ვებ-საიტის დამზადება?

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის (info@blh.ge), ისე ტელეფონის (555 97 47 17) საშუალებით.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას, როგორც ვებ საიტის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.