რეკლამა გუგლში - Google ads

გუგლში რეკლამარეკლამა გუგლში (Google ads) გეხმარებათ თქვენი შეთავაზება მიაწოდოთ მიზნობრივ აუდიტორიას, ყველაზე უფრო იაფად და სწრაფად.

რეკლამას ნახულობენ ყველაზე დაინტერესებული მომხმარებლები, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემაში ეძებენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას.

ამავდროულად სარეკლამო ბიუჯეტი იხარჯება ყველაზე უფრო ეფექტურად – თქვენ იხდით კონკრეტული შედეგისთვის – რამდენი ადამიანი ნახავს რეკლამას და შემდგომ ეწვევა თქვენს ვებ-გვერდს

როგორ ხორციელდება გუგლში რეკლამირება?

როგორ ხორციელდება რეკლამა გუგლში ?

რეკლამის ტიპი – პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ Google-ში რეკლამის ტიპები, სად და როგორ უნდა გამოჩნდეს თქვენი რეკლამა. 

რეკლამა საძიებო სისტემაში – თქვენ მიერ მითითებულ საძიებო სიტყვებზე ძიებისას მომხმარებელს ამოუვარდება თქვენი რეკლამა.

საბანერო რეკლამა – სარეკლამო ბანერები ან/და ანიმაციური ვიდეოები გამოუჩნდება მომხმარებელს გუგლის პარტნიორ ვებ-საიტებზე, როგორიცაა მაგ: Youtube.

საძიებო სიტყვები – პირველ რიგში ხდება თქვენი საქმიანობის შესაბამისი საძიებო სიტყვების განსაზღვრა, რასაც ეძებენ საძიებო სისტემაში თქვენი პოტენციური მომხმარებლმები.

მაგ: თუ გადამზიდავი კომპანია გაქვთ, საძიებო სიტყვები იქნება: “სახმელეთო გადაზიდვები, საჰაერო გადაზიდვები და ა.შ”

ასაკი, ადგილმდებარეობა, ენა – თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნული ელემენტები, რეკლამის გაშვებისას, რაც გაზრდის სწორი აუდიტორიის ფორმირების შესაძლებლობას.

დრო და სიხშირე – თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელ პერიოდში და რა სიხშირით უნდა გამოუჩნდეს მომხმარებელს რეკლამა.

ხელსაწყოები – თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რა ხელოსაწყოებით შემოსულ მომხმარებელს უნდა ამოუვარდეს რეკლამა: მობილური, კომპიუტერი, პლანშეტი.

გახსოვდეთ, რომ სწორად განხორციელებული რეკლამა გუგლში არის ეფექტური ინვესტიცია, მცირე ბიუჯეტით, მიაწვდინოთ თქვენი ხმა, ყველაზე უფრო დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებლებს.

Google რეკლამის ტიპები

რა ტიპის რეკლამების გაკეთება შეიძლება გუგლში?

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში (Search Network) – ტექსტური ფორმატის რეკლამა გამოუჩნდება მომხმარებლებს, მათი მხრიდან წინასწარ განსაზღვრული საძიებო სიტყვების ძიებისას.

საბანერო რეკლამა გუგლში (Display Network) – სარეკლამო ბანერის ფორმატში ეშვება და უჩანს მომხმარებელს, გუგლის პარტნიორ საიტებსა და აპლიკაციებში.

რეკლამა Youtube-ზე – მცირე ფორამტის ვიდეო რეკლამა, რომელიც უჩანს მომხმარებელს იუთუბზე ვიდეოების ყურებისას.

რა ღირს რეკლამა გუგლში?

თქვენი მიზნებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ერთობლივად ვადგენთ თვის სარეკლამო ბიუჯეტს.

გუგლში რეკლამა ხორციელდება კონკრეტული შედეგების საფუძველზე.

თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი გადმოვა თქვენს საიტზე ან დარეკავს თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე.

რატომ Google ads?

რეკლამის გაკეთება გუგლში – რა უპირატესობები გააჩნია?

ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა – ქართული ინტერნეტ ძიების 89% სწორედ გუგლში ხორციელდება.

სწრაფი შედეგი – რეკლამის გაშვებიდან რამდენიმე საათში თქვენი საიტი უკვე ჩანს საძიებო სისტემაში და მას ნახულობენ დაინტერესებული მომხმარებლები.

დარეკლამება შესაძლებელია მთელს მსოფლიოში – თქვენ შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერ ქვეყანაში.

მიზნობრივი რეკლამა – ადგილმდებარეობის გარდა თქვენი რეკლამის აუდიტორია შეიძლება გაიფილტროს ასაკით, ენით და სხვა კრიტერიუმებით. 

Google რეკლამა - რა არის საჭირო წარმატებისთვის?

რა არის საჭირო რათა რეკლამა გუგლში იყოს ეფექტური? მოდით განვიხილოთ დეტალურად:

1. ლენდინგ გვერდი – ეს არის დანიშნულების ადგილი, სადაც მოხვდება თქვენი მომხმარებელი, თუ იგი დაინტერესდება თქვენი რეკლამით და დააკლიკავს მას.

ჩვენი რჩევა: რეკომენდირებულია ეფექტური  საიტის დამზადება, სანამ გაუშვებთ რეკლამას, რაც საშუალებას მოგცემთ სრულფასოვნად წარუდგინოთ დაინტერესებულ მომხმარებელს თქვენს შესახებ ინფორმაცია.

2.მიზნობრიობა – კარგად შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია, რეკლამა გაუშვით ისეთ აუდიტორიაზე, რომელიც მაქსიმალურად ესადაგება თქვენს პროდუქს ან მომსახურებას.

3.საძიებო სიტყვები – თუ რეკლამას უშვებთ გუგლის საძიებო სისტემაში, მნიშვნელოვანია სწორი საძიებო სიტყვების შერჩევა, რომელთა ძიებისას ამოვარდება თქვენი საიტის რეკლამა.