სოციალური მედიის მართვა 2025 წელს

სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა დაგეხმარებათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება, უფრო ნაკლები დანახარჯებით.

სოციალური ქსელების მართვა დაგეხმარებათ:

  • გააცნოთ თქვენი პროდუქცია & მომსახურება მიზნობრივ აუდიტორიას;
  • სწრაფად გაზარდოთ ცნობადობა;
  • გაზარდოთ დაინტერესებული პირების რაოდენობა;
  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან
  • რაც მთავარია – გაზარდოთ გაყიდვები!! შედარებით მცირე ბიუჯეტით;

გსურთ სოციალური მედიის მართვა ანდოთ პროფესიონალებს?

დაგვიკავშირდით – 555 97 47 17 

ამ გვერდზე განვიხილავთ:

  • რა არის სოციალური მედია მარკეტინგი ?
  • სოციალური მედია საქართველოში
  • რას გულისხმობს სოციალური ქსელების მართვა?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მედიის მართვა?
  • ვინ არის სოციალური მედიის მენეჯრი?
  • რა ღირს სოციალური მედია მენეჯმენტი?

რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი სფერო.

სოციალური მედია აერთიანებს ვებ პლატფორმებს, რომელთა მიზანია მომხმარებლებს შორის კავშირების დამყარება, როგორიცაა Facebook, Tik-Tok, Youtube და სხვა.

მეორე მხრივ, სოც მედიის მართვა არის ძლიერი ხელსაწყო ბიზნესის ხელში, დაინახოს, შეაფასოს და გამოიყენოს მომხმარებელთა კავშირები, სხვადასხვა პლატფორმაზე.

ბიზნესის მხრიდან ამ ღონისძიებების ერთობლიობას – სოციალური მედია მარკეტინგი შეგვიძლია ვუწოდოთ.

თავად პლატფორმების მთავარი შემოსავლის წყარო არის რეკლამა, რომელსაც ახორციელებს ბიზნესი, მათი პლატფორმების მეშვეობით, ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა რეკლამა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

სოციალური მედიის მართვა საქართველოში

რომელი სოციალური პლატფორმებია ყველაზე ეფექტური საქართველოში?

Facebook – ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში, რომელშიც მომსახლეობის უმრავლესობა არის გაერთიანებული. გაიგე მეტი: ფეისბუქ გვერდის მართვა

Youtube – ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეო რეკლამის პლატფორმაა, თუმცა ფეისბუქთან შედარებით ნაკლებია სოციალური კავშირები მომხმარებლებს შორის. გაიგე მეტი: რეკლამა Youtube-ზე

აქ უფრო გასართობად და ვიდეოების საყურებლად შემოდის მომხმარებელი და არა კომუნიკაციისთვის.

Instagram – ყველაზე პოპულარული პლატფორმაა ახალგაზრდებსა და ქალბატონებში, ამიტომაც თუ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, მნიშვნელოვანია იაქტიუროთ ინსტაგრამზე. გაიგე მეტი: ინსტაგრამის მართვა

Tik-Tok – შედარებით ახალი, თუმცა ძალიან დიდი პოპულარობის მქონე პლატფორმა. ჯერჯერობით რეკლამირება არ არის შესაძლებელი საქართველოში, თუმცა ამის მიუხედავად მისი გამოყენება პიარისთვის საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება.

Telegram – ყველაზე უფრო ახალი და პერსპექტიული პლატფორმა, სადაც სულ უფრო მეტი ქართველი რეგისტრირდება, ხოლო ბიზნესი უფრო ნელა ახდენს მის ათვისებას.

რას გულისხმობს სოც მედიის მართვა?

იმისათვის, რომ ბიზნესმა ეფექტური კომუნიკაცია განახორციელოს პოტენციურ მომხმარებელთან სოციალურ პლატფორმებზე, მნიშვნელოვანია სოც. გვერდების მართვა განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

სოციალური მედიის მართვა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

1.მოწესრიგებული გვერდი – აუცილებელია თქვენი სოც მედია გვერდი იყოს ვიზუალურად და ტექნიკურად მოწესრიგებული.

2.ხარისხიანი კონტენტი – მნიშვნელოვანია თქვენი კონტენტი იყოს, როგორც ინფორმაციული, ასევე ვიზუალურად ეფექტური, გამოირჩეოდეს სხვებისგან.

3.სწორი რეკლამა – მიზნობრივი და ეფექტური რეკლამა აკავშირებს თქვენს ბიზნესს მომხმარებელთან.

4. ანალიტიკა – შედეგების შეფასება და გაუმჯობესება.

გსურთ სოც. მედიის მართვა ანდოთ პროფესიონალებს?

დაგვიკავშირდით – 555 97 47 17 

რატომ ჭირდება თქვენს ბიზნეს სოციალური მედიის მართვა?

სოციალური მედიის მართვა ჭირდება ნებისმიერი ზომის, ფორმის თუ მიზნების მქონე ორგანიზაციას, რადგან სოც მედიის მენეჯმენტი გეხმარებათ:

ცნობადობის ზრდა – სოციალური მედიის მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ გაცილებით დიდ აუდიტორიას გააცნოთ საკუთარი ბიზნესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მარკეტინგული პლატფორმის გამოყენებით.

უფრო მეტი ვიდრე უბრალო რეკლამა – სოც ქსელების მართვა საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ დაარეკლამოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, არამედ მოუყვეთ თქვენი ისტორია, გააცნოთ მომხმარებლები, მიიზიდოთ მიმდევრები და სხვა.

კომუნიკაცია აუდიტორიასთან – სოციალური მედიის მართვა საშუალებას გაძლევთ პირდაპირ კომუნიკაციაში შეხვიდეთ პოტენციურ მომხმარებელთან: გასცეთ პასუხები კომენტარებსა და მესენჯერში, უპასუხოთ კითხვებს და შეფასებებს.

უფრო იაფია – ტრადიციული მარკეტინგული ხელსაწყოებისგან განსხვავებით სოციალური ქსელის მართვა საშუალებას გაძლევთ უფრო იაფად და სწრაფად შეიძინოთ ახალი მომხმარებლები.

რას დაამატებდით? რატომ არის სოციალური მედიის მართვა მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ვინ არის სოციალური მედიის მენეჯერი?

კოფირაითინგიმოდით განვიხილოთ ვინ ახორციელებს სოციალური გვერდების მართვას და უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს მას (მათ).

სოციალური ქსელის მენეჯერი – განსაზღვრავს სოციალური მედიის სტრატეგიას, პოსტების განთავსების გეგმას და უშუალოდ ახორციელებს მას.

კონტენტის შემქმნელი (კონტენტ კრეატორი) – უშუალოდ ქმნის სარეკლამო პოსტებს, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალას.

მწერალი (copywriter) – ქმნის სარეკლამო ტექსტებს, ახორციელებს ტექსტურ მხარდაჭერას.

რეკლამის მენეჯერი – ამზადებს და უშვებს რეკლამას, ახორციელებს მის რეგულაურ მეთვალყურეობას და კორექტირებებს.

ანალიტიკოსი – აფასებს მიღებულ შედეგებს, ამზადებს რეპორტს და რჩევებს შემდგომი პერიოდისთვის.

ფოტო-ვიდეო ოპერატორი – ახორციელებს ფოტო-ვიდეო გადაღებას, რისი გამოყენებაც ხორციელდება კონტენტის შესადგენად (ყველა გვერდი არ საჭიროებს ამ კომპონენტის გამოყენებას)

როგორც ხედავთ საკმაოდ ფართოა იმ ადამიანთა წრე, რომლებიც ახორციელებენ სოც. მედია მარკეტინგს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველა ამ პროფესიას ითავსებს ერთი ადამიანი, რომელიც ინდივიდუალურად აკეთებს ყველაფერს, თუმცა რამდენად ეფექტურია ასეთი ტიპის მომსახურება, რთული სათქმელია.

რა ღირს სოციალური ქსელების მართვა?

სოციალური ქსელების მართვასოციალური მედიის მართვის ფასები დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:

1.ვინ ახორციელებს მომსახურებას – ეს არის ფიზიკური პირი, თუ იურიდიული პირი, მუშაობს ინდივიდუალურად, თუ გემსახურებათ ჯგუფი. 

2. მომსახურების მოცულობა – რა ელემენტებს  მოიცავს სოც მედიის მართვა, მათ შორის კონტენტის მოცულობა და შინაარსი, რეკლამის განხორციელების ინტენსიურობა და სირთულე, რეპორტინგი და მისი შინაარსი.

3.გრაფიკული დიზაინი – სარეკლამო პოსტებში გამოყენებული დიზაინის სირთულე გარკვეულწილად განსაზღვრავს მომსახურების ღირებულებას. 

მაგალითად: თუ თქვენ განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვთ დიზაინის მიმართ, გსურთ ექსკლუზიური ვიზუალი ან ბრენდბუქის მიხედვით, მკაცრად დაცული ვიზუალები, ასეთი ტიპის მომსახურება უფრო მეტი დაგიჯდებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული მოთხოვნები არ გექნებათ ვიზუალთან დაკავშირებით და ამ საკითხს ანდობთ შემსრულებლის პროფესიონალიზმსა და გემოვნებას.

სოციალური მედიის მართვა

ფასები და პირობები:

ოპტიმალური

პაკეტი
550
  • პლატფორმები: ფეისბუქი ან ინსტაგრამი
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 5 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა
  • რეკლამის გაშვება და მართვა - თვის განმავლობაში

პრემიუმ

პაკეტი
950
  • პლატფორმები: ფეისბუქი და ინსტაგრამი
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 8 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა, კარუსელი
  • რეკლამის გაშვება და მართვა - თვის განმავლობაში
  • მარტივი თვიური სტატისტიკა
რეკომენდი

ტოპ

პაკეტი
2000
  • პლატფორმები: ფეისბუქი, ინსტაგრამი, Youtube, Tiktok
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 12 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა, კარუსელი, ვიდეო, ანიმაცია
  • რეკლამის გაშვება და მართვა
  • თვიური დეტალური რეპორტინგი & ანალიზი

გსურთ თქვენი სოციალური მედიის მართვა განახორციელოს პროფესიონალმა გუნდმა?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია და თქვენზე მორგებული პირობებით – 555 97 47 17 / info@blh.ge

სოციალური მედია კონტენტი

სოც. მედიის მართვა მეტწილად გულისხმობს სხვადასხვა ფორმატისა და ტიპის კონტენტის შექმნას.

მოდით განვიხილოთ ძირითადი ტიპის კონტენტი და მათი გამოყენება სხვადასხვა სოციალური მედია პლატფორმების შესაბამისად.

ფოტო კონტენტი – სხვადასხვა ფორმატის პოსტების გაკეთება ხდება ფოტო მასალებით, ძირითადად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. მაგალითად: კარუსელის ან გალერეის ტიპის პოსტები.

იდეო კონტენტი – ვიდეო რეკლამა ეფექტურია თითქმის ყველა პლატფორმაზე გამოსაყენებლად. ტიკ-ტოკი და იუთუბი სრულიად ეფუძნება ვიდეო კონტენტს, ხოლო ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ვიდეო კონტენტის როლი მუდმივად იზრდება.

ტექსტური კონტენტი – სოციალური მედიის მართვა გაცილებით ეფექტურია ხარისხიანი ტექსტური კონტენტის გამოყენებით, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ფეისბუქი, ტელეგრამი და ლინქედინი.

სოც. მედიის მართვა - Top 5 შეცდომა

სოციალური მედიის მართვა კომპლექსური პროცესია, რომელი საჭიროებს ბევრი ფაქტორის და საკითხის გათვალისწინებას.

წარმოგიდგენთ ტოპ 5 შეცდომას, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ორგანიზაციები:

1.უხარისხო კონტენტი –  სოციალური ქსელების ადმინისტრირება ვერ განხორციელდება ეფექტურად, თუ არ შეიქმნება ხარისხიანი კონტენტი.

სწორედ ხარისხიანი კონტენტი იქცევს მომხმარებლის ყურადღებას, ხოლო მის გარეშე, თქვენს რეკლამას უბრალოდ არავინ შეამჩნევს.

2. არასწორი ბიუჯეტირება – რამდენ დოლარზე გავუშვათ რეკლამა? 5 დოლარიანი თუ 10 დოლარიანი? ხშირად გაგიგიათ ალბათ ასეთი ფრაზები. 

ეს არის არასწორი ბიუჯეტირების ნიშნები, რადგან ბიუჯეტის გამოყოფა არ ხდება ერთ კონკრეტულ რეკლამაზე. 

მნიშვნელოვანია თანხა გამოყოთ დროის გარკვეული პერიოდისთვის მაგ: თვიურად, ხოლო ბიუჯეტი გადაანაწილოთ დინამიურად, გაშვებული რეკლამის შედეგების გათვალისწინებით.

3.სოც მედია პლატფორმების არასწორად შერჩევა – არ არის აუცილებელი იყოთ ყველა პლატფორმაზე.

თუ თქვენი პროდუქტის რეკლამა კარგად მუშაობს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, არ არის აუცილებელი ლინქედინზეც დაარეკლამოთ,

კონცენტრირდით იმ პლატფორმებზე, სადაც უკეთესი შედეგი გაქვთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა გაფლანგოთ ისედაც შეზღუდული სარეკლამო ბიუჯეტი, ისე რომ ვერ მიიღოთ დაგეგმილი შედეგები.

4. ცუდი კომუნიკაცია – ნებისმიერი რეკლამის მიზანია მომხმარებლის დაინტერესება, ხოლო მათი დამკვეთებად ქცევა ეფექტური კომუნიკაციის გზით ხორციელდება.

ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი კომუნიკაცია იყოს მაქსიმალურად ეფექტური. 

ამისთვის საჭიროა პასუხის გაცემა: სწრაფად, ამომწურავად და კეთილგანწყობით.

შედეგად, თქვენსა და მომხმარებელს შორის ჩნდება ნდობის ფაქტორი, რაც პროდუქტის შეძენის არსებით საფუძველია.

5. ანალიტიკის არ არსებობა – სოციალური მედიის მართვა კიდევ უფრო ეფექტურია, თუ სწორად ხდება ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება და სტატისტიკის შეფასება.

ამ კომპონენტის გაუთვალისწინებლობა იწვევს ეფექტურობის კლებას.

გსურთ გაიგოთ მეტი? დაგვიკავშირდი – 555 97 47 17 ან მოგვწერეთ info@blh.ge

სოციალური მედიის მართვა უფრო ეფექტურია ჩვენთან ერთად!

სოციალური მედიის კურსები

გაინტერესებთ როგორ გახდეთ სოცმედიის მენეჯერი? კომპანია BLH გთავაზობთ უნიკალურ შეთავაზებას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ დაიწყოთ თქვენი კარიერა სოციალურ მედიაში.

ჩვენი სოციალური მედიის კურსი მოიცავს სამ კომპონენტს:

  • პრაქტიკული ცოდნა
  • გარანტირებული სტაჟირება მარკეტინგულ სააგენტოში
  • სერთიფიკატი

ისწავლეთ სოციალური მედიის მართვა სწრაფად და ხარისხიანად

გაინტერესბსთ დეტალები? დაგვიკავშირდით – 555 97 47 17 & info@blh.ge