სოციალური მედიის მართვა 2024 წელს

სოციალური მედია მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი სფერო.

სოციალური მედიის მართვა საშუალებას აძლევს ბიზნესს, შესთავაზოს საკუთარი სერვისები და პროდუქცია პოტენციურ მომხმარებელს, ნაკლები დანახარჯებით.

ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • რა არის სოციალური მედია ?
  • სოციალური მედია მარკეტინგი საქართველოში
  •  რას გულისხმობს სოციალური ქსელების მართვა?
  • ვინ არის სოციალური მედიის მენეჯრი?
  • რა ღირს სოციალური მედია მენეჯმენტი?
სოციალური მედია მარკეტინგი

რა არის სოციალური მედია?

სოციალური მედია აერთიანებს ვებ პლატფორმებს, რომელთა მიზანია მომხმარებლებს შორის კავშირების დამყარება, როგორიცაა Facebook, Tik-Tok, Youtube და სხვა.

მეორე მხრივ, სოციალური მედია არის ძლიერი ხელსაწყო ბიზნესის ხელში, დაინახოს, შეაფასოს და გამოიყენოს მომხმარებელთა კავშირები, სხვადასხვა პლატფორმაზე.

ბიზნესის მხრიდან ამ ღონისძიებების ერთობლიობას – სოციალური მედია მარკეტინგი შეგვიძლია ვუწოდოთ.

თავად პლატფორმების მთავარი შემოსავლის წყარო არის რეკლამა, რომელსაც ახორციელებს ბიზნესი, მათი პლატფორმების მეშვეობით, ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა ეს რეკლამა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

სოციალური მედია საქართველოში

რომელი სოციალური პლატფორმებია ყველაზე ეფექტური საქართველოში?

Facebook – ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში, რომელშიც მომსახლეობის უმრავლესობა არის გაერთიანებული. 

Youtube – ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეო კონტენტის პლატფორმაა, თუმცა ფეისბუქთან შედარებით ნაკლებია სოციალური კავშირები მომხმარებლებს შორის.

აქ უფრო გასართობად და ვიდეოების საყურებლად შემოდის მომხმარებელი და არა კომუნიკაციისთვის.

Instagram – ყველაზე პოპულარული პლატფორმაა ახალგაზრდებსა და ქალბატონებში, ამიტომაც თუ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, მნიშვნელოვანია იაქტიუროთ ინსტაგრამზე.

Tik-Tok – შედარებით ახალი, თუმცა ძალიან დიდი პოპულარობის მქონე პლატფორმა. ჯერჯერობით რეკლამირება არ არის შესაძლებელი საქართველოში, თუმცა ამის მიუხედავად მისი გამოყენება პიარისთვის საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება.

Telegram – ყველაზე უფრო ახალი და პერსპექტიული პლატფორმა, სადაც სულ უფრო მეტი ქართველი რეგისტრირდება, ხოლო ბიზნესი უფრო ნელა ახდენს მის ათვისებას.

რას გულისხმობს სოციალური მედიის მართვა?

იმისათვის, რომ ბიზნესმა ეფექტური კომუნიკაცია განახორციელოს პოტენციურ მომხმარებელთან სოციალურ პლატფორმებზე, მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მართვა განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

რას გულისხმობს სოც მედიის მენეჯმენტი?

სოციალური მედიის მართვა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

1.მოწესრიგებული გვერდი – აუცილებელია თქვენი სოც მედია გვერდი იყოს ვიზუალურად და ტექნიკურად მოწესრიგებული.

2.ხარისხიანი კონტენტი – მნიშვნელოვანია თქვენი კონტენტი იყოს, როგორც ინფორმაციული, ასევე ვიზუალურად ეფექტური, გამოირჩეოდეს სხვებისგან.

3.სწორი რეკლამა – მიზნობრივი და ეფექტური რეკლამა აკავშირებს თქვენს ბიზნესს მომხმარებელთან.

4. ანალიტიკა – შედეგების შეფასება და გაუმჯობესება.