რეკლამა ინსტაგრამზე
რეკლამა ინსტაგრამზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო ხელსაწყოა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.
ზოგიერთ ქვეყანაში ინსტაგრამი ითვლება ყველაზე პოპულარულ სოც მედია პლატფორმად, ხოლო საქართველოში მეორე ადგილს იკავებს ფეისბუქის შემდგომ.
რაც ბიზნესისთვის ნიშნავს შესაძლებლობას – დაარეკლამოს საკუთარი პროდუქცია & მომსახურება კიდევ ერთ ალტერნატიულ პლატფორმაზე.
რეკლამა ინსტაგრამზე - ტოპ 4 რჩევა
როგორ განვახორციელოთ ეფექტური რეკლამა ინსტაგრამზე?
ტოპ 5 რჩევა:
1. სარეკლამო მასალა – ინსტაგრამზე აქცენტი კეთდება ფოტო-ვიდეო კონტენტზე, ძალიან რთულია შეიქმნას გამორჩეული და განსაკუთრებული სარეკლამო ვიზუალი, თუმცა თუ თქვენ ეს მოახერხეთ, შედეგი არ დააყოვნებს.
2. სწორი შეთავაზება – მნიშვნელოვანია თქვენი რეკლამა შეიცავდეს ფასეულობას, რომელიც დააინტერესებს პოტენციურ მომხმარებელს.
3. მიზნობრივი რეკლამა – არამიზნობრივი რეკლამა ისევე აორთქლდება მილიონობით სხვა რეკლამებს შორის, როგორც პატარა კოცონის კვამლი.
4. ანალიტიკა – რეკლამის შედეგს ვერასდროს გააუმჯობესებთ, თუ არ გეცოდინებათ ზუსტად რა შედეგები გაქვთ მიღებული, ციფრებში.
ასევე დაგაინტერესებთ: რას მოიცავს სოციალური მედიის მართვა?
რატომ უნდა დაგვიკვეთოთ რეკლამა ინსტაგრამზე?
დაზოგეთ დრო და რესურსები – სანამ თქვენ უძღვებით ბიზნეს საქმიანობას, ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავზარდოთ თქვენი გაყიდვები.
კონტენტის შექმნა ანდეთ პროფესიონალებს – ანდეთ თქვენი ფოტო-ვიდეო კონტენტის, ასევე ტექსტური მასალების მომზადება ამისთვის სპეციალურად განსაზღვრულ გუნდს.
ყველა ტიპის და ფორმატის რეკლამა – ჩვენ ვქმნით ყველა ფორმატის და ტიპის რეკლამას, რომელიც შესაძლოა მოერგოს თქვენს საქმიანობას.
გაზარდეთ გაყიდვები ჩვენთან ერთად – ჩვენი ინტერესია თქვენი წარმატება, რათა თანამშრომლობა გაგრძელდეს მაქსიმალურად დიდი პერიოდით. ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ.
გსურთ გაიგოთ მეტი – დაგვიკავშირდით 555 97 47 17
რა ღირს რეკლამირება ინსტაგრამზე?
ინსტაგრამ რეკლამის თვიური დანახარჯი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
საქმიანობის სფერო: რამდენად მოთხოვნადია თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, გავლენას ახდენს სარეკლამო ბიუჯეტის ფორმირებაზე.
სეზონურობა – ზოგიერთი საქმიანობის რეკლამირების ფასი დამოკიდებულია სეზონზე.
სარეკლამო კონტენტის ხარისხი – რაც უფრო ეფექტურია თქვენი სარეკლამო კონტენტი, მით უფრო იაფი ჯდება რეკლამა.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას დაამატებდით?
საშუალოდ თვეში 100-300$-ის სარეკლამო ბიუჯეტი უნდა ივარაუდოთ ინსტაგრამ რეკლამისთვის, რისი დაკორექტირებაც უნდა მოხდეს თვიური შედეგების საფუძველზე.
მსგავსი სერვისი: ფეისბუქ გვერდის მართვა
Instagram რეკლამის ტიპები
ყველაზე პოპულარული ფორმატის რეკლამები ინსტაგრამზე:
ფოტო რეკლამა
შესაძლებელია, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ფორმატის ფოტოს გამოყენება, თუმცა ინსტაგრამის რჩევაა კვადრატული ფორმატი 1:1 პროპორციით.
ფოტოს ფორმატი: JPG ან PNG
რეზოლუცია: მინიმუმ 1080 x 1080 პიქსელი.
სთორი
სთორის დარეკლამება შესაძლებელია, როგორც ვიდეო, ასევე ფოტოს ფორმატში.
რეკომენდირებულია ვიდეოზე caption-ებისა და ხმის დადება.
ვიდეო რილსი
რილსი საშუალებას იძლევა რეკლამა ინსტაგრამზე მიუვიდეს უფრო ფართო აუდიტორიას, იმავე ბიუჯეტით.
რილსის შემთხვევაშიც რეკომენდირებულია ვიდეოზე caption-ებისა და ხმის დადება.
რილსის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს, 0 წამიდან – 15 წუთამდე, თუმცა უმჯობესია 1 წუთამდე ვიდეო რილსის დარეკლამება.
კარუსელი
კარუსელის ტიპის რეკლამაში შესაძლებელია, როგორც ფოტოების, ისე ვიდეოს გამოყენება
ვიდეოს ფორმატი: MP4, MOV, GIF
ფოტოს ფორმატი: PNG & JPG
კარუსელის ელემენტების რაოდენობა: 2-დან 10-მდე.
ვიდეოს ხანგრძლივობა: 1 წამიდან – 2 წუთამდე.
როგორ გავუშვათ რეკლამა ინსტაგრამზე?
ინსტაგრამზე რეკლამის გაშვება რამდენიმე ეტაპისგან შესდგება, განვიხილოთ თითოეული ეტაპი.
პირველ რიგში საჭიროა სარეკლამო გვერდის შექმნა, მისი ვიზუალური და ტექნიკური ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც შეგვიძლია გავუშვათ რეკლამა:
მიზნის განსაზღვრა – რა მიზანს ემსახურება თქვენი რეკლამა ინსტაგრამზე? ეს შეიძლება იყოს პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება, შესრულებული სამუშაოს წარმოჩენა და სხვა.
კონტენტის შინაარსი – მიზნიდან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს თქვენი სარეკლამო პოსტის შინაარსი.
რეკლამის ფორმატი – შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრება სარეკლამო ფორმატი: ფოტო, ვიდეო, Reel, სთორი და სხვა.
მიზნობრივი აუდიტორია – სწორი აუდიტორიის განსაზღვრა მეტწილად განაპირობებს რეკლამის ეფექტურობას.
რეკლამის გაშვება და მონიტორინგი – რეკლამის გაშვებით არ მთავრდება არაფერი. მუდმივი მონიტორინგი და კორექცია გაძლევთ რეალურ შედეგებს.