ფეისბუქის ადმინისტრირება & გვერდის მართვა

თანამედროვე ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განხორციელებული ფეისბუქის ადმინისტრირება.

ეფექტურად განხორციელებული ფეისბუქ გვერდის მართვა, განაპირობებს პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად მეტი გაყიდვების გენერირებას.

ფეისბუქის მართვა - რამდენად ეფექტურია?

რამდენად ეფექტურია ფეისბუქ გვერდის მართვა, რა შედეგებს მივიღებთ და როდის?

Facebook-ის მართვა შეიძლება იყოს ეფექტური, თუ გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

1. გამართული ბიზნეს გვერდის შექმნა – აუცილებელია თქვენი ფეისბუქ გვერდი იყო ტექნიკურად და ვიზუალურად მოწესრიგებული, ისე, რომ შემოსული მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ სერიოზულ ორგანიზაციასთან აქვს საქმე.

2.ხარისხიანი სარეკლამო მასალა – მნიშვნელოვანია თქვენი სარეკლამო პოსტი იყოს ხარისხიანი, რაც რამდენიმე კუთხით ფასდება: იდეა, გრაფიკული მხარე, ტექსტური მხარე, რეკლამის კავშირი თქვენი პროდუქციასა თუ მომსახურებასთან.

3. რეკლამის მიზნობრიობა – რამდენად სწორად არის გაშვებული ფეისბუქ რეკლამა? მისი მონიტორინგი და კორექტირება.

4. კომუნიკაცია მომხმარებელთან – დაინტერესებული მომხმარებლები იწერებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი გვერდი მუშაობს, თუმცა თქვენი მიზანია გაყიდვების ზრდა, რისი ერთადერთი საშუალებაა ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება. გახსოვდეთ, რომ ცუდი კომუნიკაციით თქვენ კარგავთ პოტენციურ მომხმარებელს, რომლის მოზიდვაშიც დახარჯეთ ფინანსები.

რაც შეეხება შედეგების მიღებისთვის საჭირო პერიოდს, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, თუმცა თუ ყველაფერი ხორციელდება სწორად, თქვენ შედეგებს პირველივე თვეში დაინახავთ.

ფეისბუქ გვერდის ადმინისტირება - ჩვენი გამოცდილება

ფეისბუქის ადმინისტრირება

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოში სწორედ ფეისბუქია.

წარმოგიდგენთ ჩვენს გამოცდილებას და შედეგებს სხვადასხვა სფეროში:

ფეისბუქ გვერდის მართვა სამშენებლო ბიზნესის სფეროში

სამშენებლო ბიზნესისთვის ყველაზე იაფი და ეფექტური რეკლამირების საშუალება სწორედ ფეისბუკია. თუმცა, ამ სფეროში კონკურენცია განსაკუთრებით დიდია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იყოთ თქვენი კონკურენტებისგან  გამორჩეული.

ამისათვის პირველ რიგში უნდა შეიქმნას ფეისბუქ გვერდი, ბრენდირებული დიზაინით, როგორიც მაგალითად ჩვენ ერთ-ერთ კლიენტს PlanetPerfecto-ს შევუქმენით.

ეფექტური პროფილის ფოტო და ქოვერი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, ფეისბუქის შემდგოიმ მართვის განსახორციელებლად:

გარდა ამისა, ასევე საჭიროა თითოეული სარეკლამო პოსტი იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ამ მიზნით უნდა განხორციელდეს სარეკლამო პოსტების ბრენდირება და შემდგომ ოპტიმიზაცია.

შედეგად, თქვენი რეკლამა ფეისბუქზე იქნება მიმზიდველი, რასაც უზრუნველყოფს რეკლამის დიზაინი და ეფექტური, რასაც უზრუნველყოფს მისი ოპტიმიზაცია.

ისევე, როგორც მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის სარეკლამო პოსტია.

 

ფეისბუქის ადმინისტრირება პროდუქციის / მომსახურების სფეროში

ფეისბუქი განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქციის/მომსახურების გაყიდვის თვალსაზრისით: საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საკვები პროდუქცია, სარემონტო მომსახურება და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ წარმატებულად გაყიდოთ ნებისმიერი პროდუქცია/მომსახურება ფეისბუქის ეფექტურად ადმინისტრირების შედეგად.

ისევე, როგორც მრავალმა ჩვენმა კლიენტმა მოახერხა ჩვენი დახმარებით ამის გაკეთება, მაგალითად ქართულმა ჩიფსის ბრენდმა – სუსნიმ.

შეხედეთ, მომხმარებელთა აქტივობას, ისინი ნამდვილად ყიდულობენ ამ უგემრიელეს ჩიფს.

კომპანია Bauer-თან თანამშრომლობაც საკმაოდ ეფექტური გამოდგა – ჩვენ ერთად მივაღწიეთ ბევრ წარმატებას.

Facebook-ის მართვა ტურისტული ბიზნესისთვის

ფეისბუქის მართვა ტურისტული ბიზნესისთვის სპეციფიკურია, რადგან ძირითადად ხორციელდება უცხოური ბაზრისთვის და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული ქვეყნის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეკლამირება ხორციელდება უცხო ენაზე, საერთაშორისო მასშტაბით, რაც უფრო მეტ ადამიანურ და მატერიალურ რესურს საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა ამ მიმართულებითაც შესაძლებელია, ამისათვის კი გჭირდებათ ეფექტური ფეისბუქ გვერდი, მიმზიდველი დიზაინით, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მომსახურებასთან და ერთი შეხედვით აგებინებს პოტენციურ ტურისტს რას სთავაზობთ.

გარდა ამისა, სარეკლამო პოსტები უნდა იყოს თემატური, იმ ძირითადი მიმართულებებით, რაც გაგაჩნიათ, მაგალითად ღვინის ტური, კულტურული ტური და ა.შ.

თქვენი რეკლამა უნდა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, ნუ მოედებით მთელ მსოფლიოს, აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ ქვეყნებზე და სეგმენტზე.

ალტერნატივის სახით თქვენ შეგიძლია განახორციელოთ რეკლამირება Google-ში, Yandex-ზე ან ეფექტური ტურისტული საიტის შექმნის შედეგად, SEO ოპტიმიზაციის დახმარებით გაიკვალოთ გზა პოტენციური კლიენტებისკენ.

ფეისბუქ რეკლამა სამედიცინო სფეროში

სამედიცინო სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან არსებობს ფეისბუქზე შეზღუდვები, რეკლამათა გარკვეულ კატეგორიაზე, ჩვენ ზუსტად ასეთ საკითხებში დაგეხმარებით, ისევე, როგორც კომპანია Grindeks-ს, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში.

ონლაინ მაღაზიის მარკეტინგი ფეისბუკზე

ფეისბუქ ნამდვილად იდეალურია ონლაინ მაღაზიებისთვის, ხის მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.

თქვენ მხოლოდ მოთხოვნადი და ხარისხიანი პროდუქცია მოგვაწოდეთ, დანარჩენს მივხედავთ ჩვენ.

ჩვენ ონლაინ მაღაზიის შექმნაშიც დაგეხმარებით, ისევე, როგორც Shopmart-ს დავეხმარეთ.

მსგავსი სერვისი: სოციალური მედიის მართვა