SEO ოპტიმიზაცია - მოკლედ და გასაგებად

 

SEO ოპტიმიზაციასეო ოპტიმიზაცია არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომლის მიზანია თქვენი საიტის საძიებო სისტემებთან დამეგობრება, როგორიცაა Google, Yahoo ან Bing.

 

SEO ოპტიმიზაცია ხორციელდება სხვადასხვა ხელსაწყოებითა და სტრატეგიით, რის საფუძველზეც იზრდება საიტის დომენის რეიტინგი და თქვენი ვებ-გვერდის სულ უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს, როდესაც პოტენციური მომხმარებლები ეძებენ თქვენს სერვისებს ან პროდუქციას. 

 

მაგალითად: თუ თქვენი საქმიანობაა სახლების გარემონტება, თქვენთვის საინტერესო საძიებო სიტყვა იქნება: “ბინის რემონტი”.

 

თქვენი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გამოჩნდეს თქვენი ვებ-გვერდი ამ სიტყვების ძიებისას, გუგლის საძიებო სისტემაში. ამაში კი საიტის ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ. 

მსგავსი სერვისი: რეკლამა გუგლში

 

რას მოიცავს სეო ოპტიმიზაციის მომსახურება?

SEO ოპტიმიზაციის პროცესი გრძელვადიანი და შრომატევადია, წარმოგიდგენთ ძირითად ეტაპებს:

1.საიტის ტექნიკური მდგომარეობა

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული ვებ-საიტის დამზადება.

რაც უფრო გამართულია თქვენი ვებ-გვერდი, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება კონკრეტული შედეგების მიღება.

მნიშვნელოვანია თქვენი ვებ-გვერდი იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებზე, იყოს სწრაფი, დაცული და აკმაყოფილებდეს უახლეს SEO სტანდარტებს.

მ კუთხით დაგაინტერესებთ: საიტის ტექნიკური მომსახურება.

2.საძიებო სიტყვების განსაზღვრა

სწორი საძიებო სიტყვების (ქივორდების) განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამ ეტაპზე ხორციელდება ძირითადი ქივორდების მოძიება და ანალიზი.

მნიშვნელოვანია ერთი მხრივ თქვენ საქმიანობის შესაბამისი საძიებო სიტყვების მოძიება, ხოლო მეორე მხირვ ამ ქივორდებს რეალურად უნდა ეძებდნენ მომხმარებლები.

3.კონტენტის შედგენა

შერჩეული საძიებო სიტყვების მიხედვით ხდება ეფექტური კონტენტის შედგენა, საიტზე განთავსება და ოპტიმიზირება.

კონტენტი ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია შედეგების მისაღებად, ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

  • კონტენტი უნდა იყოს უნიკალური
  • ზუსტად უნდა პასუხობდეს მომხმარებლის მოლოდინებს
  • უნდა იყოს სასარგებლო და სრულყოფილი
  • ნუ დააკოპირებთ მასალებს სხვისგან.

4.ყოველთვიური მონიტორინგი და ანალიტიკა

ამ ეტაპზე ხორციელდება საიტის ოპტიმიზაციის პროცესის განხორციელება, ყოველთვიურ რეჟიმში, შედეგების მონიტორინგი, სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით და შედეგების კორექტირება.

SEO ოპტიმიზაცია - ფასი

რა ღირს სეო ოპტიმიზაცია? საიტის ოპტიმიზაციის ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა:

1.ვებ-გვერდის ტექნიკური მდგომარეობა, რაც უკვე განვიხილეთ ზემოთ.

2.ქივორდების რაოდენობა და კონკურენცია – რამდენი საიტი მოიცავს იმავე თემატიკის ინფორმაციას და რამდენად კარგად არის ისინი ოპტიმიზირებული.

3. ვადები – როდის მივიღებთ შედეგებს? SEO ოპტიმიზაციის შედეგების მისაღებად საჭიროა დრო. პროგრესი შესამჩნევი უნდა იყოს 3-6-12 თვიანი პერიოდებში.

4.დომენის რეიტინგი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც პირდაპირ გავლენას ახდენს სხვა საიტებიდან შემოსული ვებ ბმულები (Backlink-ები).

5. მიზნები – ჯერ არ გაქვთ განსაზღვრული თქვენი სეო სტრატეგია და მიზნები? თქვენ არ გეცოდინებათ სად, როგორ და როდის მიდიხართ, ამიტომაც პროცესი ქაოტური გახდება.

გაინტერესებთ რა ეღირება თქვენი საიტის ოპტიმიზაცია? დაგვიკავშირდით ახლავე, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი სეო ოპტიმიზაცია თქვენი ბიზნესისთვის?

წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ ღირს ინვესტირება SEO-ში:

1.სეო ოპტიმიზაცია იძლევა რეალურ შედეგებს – თქვენი მიიღებთ კონკრეტულ შედეგებს – მომხმარებელთა ორგანული ტრაფიკის ზრდა, თქვენი საიტის მიმართულებით.

2.გაზომვადია – გუგლის Search Console, ეს არის სპეციალურად სეოს შედეგების საზომი პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ამოიღოთ და შეაფასოთ დროის კონკრეტული მონაკვეთის სტატისტიკა, კერძოდ რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი საიტი გუგლში, რამდენი მომხმარებელი გადმოვიდა მასზე, როგორია თითოეული გვერდის პოზიცია გუგლის საძიებო სისტემაში და ა.შ.

3.ინვესტირებას გააჩნია დიდი უკუგება 

4. პასიური მარკეტინგის ბენეფიტები – სეო ეს არის პასიური მარკეტინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებული მომხმარებელი გეძებთ და გპოულობთ და არა პირიქით.

5.უფრო იაფია – ერთი შეხედვით SEO ოპტიმიზაცია მოითხოვს არსებითი ფინანსების გამოყოფას, თუმცა თუ შევაჯამებთ და დავითვლით კარგად, საშუალო და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში, მისი ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ეფექტური მარკეტინგული არხების შემთხვევაში.

როგორ შევარჩიოთ SEO სააგენტო & SEO სპეციალისტი

როგორ შევარჩიოთ SEO სპეციალისტი? რა უნდა გავითვალისწინოთ SEO სააგენტოსთან ურთიერთობისას?

1.გამოცდილება– მნიშვნელოვანია გავეცნოთ რეალურ გამოცდილებას, რამდენი პროექტი აქვს განხორციელებული და როგორია წარმატების კოეფიციენტი.

2.ფასი – რამდენად გონივრულია შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება. მნიშვნელოვანია ერთი მხრივ არ გადაიხადოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, მეორე მხრივ კი ბიუჯეტის დაზოგვით წყალში არ მოხდეს ამ ფინანსების გადაყრა.

3.გარანტიები – რა გარანტიების გთავაზობთ SEO სააგენტო? რამდენად გაზომივადია დაპირებები? 

ყველაფერი ამ საკითხის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ საუკეთესო სეო სპეციალისტი ან სააგენტო, მისაღებ ფასად.

როგორია თქვენი SEO სტრატეგია? გსურთ მიიღოთ კონსულტაცია ან სეო მომსახურება? დაგვიკავშირდით 577 681 691