ფეისბუქ რეკლამა - როგორ გავაპიაროთ Facebook-ის გვერდი?

ფეისბუქ რეკლამა, კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება ბიზნესისთვის, ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

FB რეკლამის პოპულარობის მთავარი მიზეზია ის ფაქტი, რომ მისი მეშვეობით, შესაძლებელია, შედარებით ნაკლები დანახარჯებით, მაქსიმალური რაოდენობის პოტენციურ მომხმარებელზე გასვლა.

რეკლამა ფეისბუქზე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის და საქმიანობის მქონე ბიზნესისთვის.

რეკლამირების დასაწყებად საჭიროა მინიმალური ინვესტიცია, ხოლო შედეგის მიღება საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი.

ფეისბუქ რეკლამა

რეკლამა ფეისბუქში - ტოპ 3 შეცდომა

რეკლამა ფეისბუქზემოდით განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც უშვებენ ფეისბუქ რეკლამის დროს.

უხარისხო კონტენტი – ვიზუალი, რომელიც არ იზიდავს მომხმარებელს, ტექსტი, რომელიც უინტერესოდ და გაუგებრად წერია, ეს არის თქვენი რეკლამის წარუმატებლობის გარანტია.

არამიზნობრივი რეკლამა – რეკლამა მიმართულია ისეთი აუდიტორიისადმი, რომელსაც არ აინტერესებს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. ასეთ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ ყველაზე მნიშვნელოვანს – პოტენციური კლიენტების ყურადღებას.

არასწორი ბიუჯეტი – მცირე ბიუჯეტი არ მოგცემთ საშუალებას თქვენი რეკლამა აჩვენოთ საკმარისი რაოდენობის მომხმარებელს, ხოლო მეორე მხრივ ზედმეტად დიდი ბიუჯეტის გამოყენებისას თქვენი რეკლამა ჯდება უფრო ძვირი და ნაკლებად შედეგიანია, ვიდრე იგი იქნებოდა, სწორი ინტენსიურობის შემთხვევაში.

თქვენი ფეისბუქ გვერდის დარეკლამება გაცილებით ეფექტური იქნება თუ არ დაუშვებთ ამ შეცდომებს, ქვემოთ კი განვიხილავთ რჩევებს, თუ როგორ უნდა განახორციელოთ Facebook გვერდის რეკლამა.

როგორ გავაპიაროთ ფეისბუქის გვერდი?

ახლა კი განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ Facebook რეკლამა იყოს ეფექტური.

ფეისბუქის გვერდის გაპიარება ყველას შეუძლია, ისევე, როგორც საკუთარი სახლის მშენებლობა, სახლის დალაგება, საკვების გაკეთება და სხვა ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელეწიფება ადამიანს.

ამისთვის მნიშვნელოვანია გქონდეთ საკმარისი ცოდნა, დრო და გამოცდილება ან მიანდოთ ყველა ეს საკითხი, ამ საქმის პროფესიონალს.

წარმოგიდგენთ 4 საკითხს, რომელთა გათვალისწინებით, თქვენი ფეისბუქ გვერდის რეკლამირება იქნება უფრო ეფექტური:

1. გამართული ფეისბუქის გვერდი გაკეთება

ფეისბუქ რეკლამა იწყება ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული გვერდის გაკეთებით.

მომხმარებელი აფასებს თქვენ შემოთავაზებს, პირველ რიგში, იმ ვიზუალით, რასაც ხედავს, გვერდის ქოვერის, პროფილის და პოსტერების სახით.

მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვეტს იგი, გაეცნოს თუ არა თქვენ შემოთავაზებას.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია ინტერესის გაჩენისთანავე მან დაინახოს ის, რაც მიიზიდავს.

მეორე მხრივ, გაუმართავი მესენჯერი, არასწორი საკონტაქტო ინფორმაცია, გაუგებარი ფუნქციის მქონე ავტომატური მოპასუხე და სხვა ტექნიკური ხარვეზები აუცილებლად გაანაწყენებს თქვენი ბიზნესით დაინტერესებულ მომხმარებელს, შესაძლოა მისი ინტერესის დაკარგვა მუდმივიც კი გახდეს.

ჩვენი რჩევა: თუ არ გაქვთ შესაბამისი ფინანსები, რათა ფეისბუქ რეკლამირება სრულიად ანდოთ პროფესიონალებს, სულ ცოტა, გვერდის ვიზუალური და ტექნიკური მოწესრიგებისთვის აუცილებლად გამონახეთ ფინანსები.

2. ხარისხიანი კონტენტი

facebook reklamaრა არის Facebook რეკლამის კონტენტი? ეს შეიძლება იყოს:

1.ფოტო-ბანერი

2.ვიდეო ანიმაცია

3. რეალური ვიდეო რგოლი

4. Live ჩართვა

5. კარუსელის ტიპის ფოტო კოლაჟი

6. ფოტო გალერეა 

და სხვა.

ფეისბუქ რეკლამირებისთვის საჭირო კონტენტი შედგება ფოტო-ვიდეო მასალისა და ტექსტიგან.

კონტენტის ხარისხი ფასდება, არა მხოლოდ მისი სილამაზით, გამორჩეულობითა და კრეატიულობით, არამედ შედეგიანობით.

შესაძლოა პროფესიონალმა დიზანერმა შექმნას ლამაზი პოსტერი, მწერალმა დაწეროს კრეატიული ტექსტი, თუმცა რეკლამას შედეგი არ ჰქონდეს.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ შედეგზე ორიენტირებული კონტენტი შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენი წარმოდგენებისგან.

ამიტომაც , ჩვენი რჩევაა: რეკლამის კონტენტის საკითხი სრულიად ანდეთ იმ პირებს, რომლებსაც რეკლამირების განხორციელებაში აქვთ დიდი გამოცდილება, მათ ზუსტად იციან, სად, რა კონტენტი გამოიყენონ და როდის.

იკითხეთ, დააზუსტეთ, თმცა ნუ ჩაერევით და მითითიებებს ნუ მისცემთ მათ, რადგან ეს პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ.

3.სწორი რეკლამა ფეისბუქში

ფეისბუქ გვერდის რეკლამირება ძალიან მარტივია.

დიახ! სწორად გაიგეთ, Facebook-მა, უამრავი თანხა და დრო დახარჯა, იმაში, რომ რეკლამა ფეისბუქში შეძლებოდა ყველას- დაბუსტვის ღილაკის მეშვეობით.

თუმცა, მეორე მხრივ, რეალური შედეგების მიღება საკმაოდ რთული ამოცანაა, რასაც ჭირდება სათანადო გამოცდილება და მრავალი ფაქტორის გათვალისწინება.

4. ცოტა ანალიტიკა

ეს არის კომპონენტი, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად იყენებენ მენეჯერები, საკუთარი კომპანიის სოციალური მედიის აქტივობის შესაფასებლად.

რაც განაპირობებს, შედეგების კორექტირების დაბალ დონეს და შესაბამისად, არაეფექტური რეკლამირების შედეგად, ფინანსურ ზარალს.

ჩვენი რჩევაა: გამოიყენეთ ფეისბუქ გვერდის რეკლამირებისას მაქსიმალური ანალიტიკური საშუალებები: ფეისბუქის ანალიტიკა, Facebook pixel, Google analytics და სხვა.

რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე?

ფეისბუქ რეკლამის პაკეტები:

ოპტიმალური

პაკეტი
499
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 6 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა
  • რეკლამის გაშვება და მართვა - თვის განმავლობაში

პრემიუმ

პაკეტი
950
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 8 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა, კარუსელი
  • რეკლამის გაშვება და მართვა - თვის განმავლობაში
  • მარტივი თვიური სტატისტიკა
რეკომენდი

ტოპ

პაკეტი
2000
  • გვერდის გამართვა
  • ვიზუალური მხარე - მოწესრიგება
  • თვეში 12 სარეკლამო პოსტის შექმნა
  • პოსტის ტიპები: ფოტოვიზუალური, გალერეა, კარუსელი, ვიდეო, ანიმაცია
  • რეკლამის გაშვება და მართვა
  • თვიური დეტალური რეპორტინგი & ანალიზი

ფეისბუქ რეკლამა - ალტერნატივები?

Facebook რეკლამა არის საუკეთესო სარეკლამო სივრცე თქვენი ორგანიზაციისთვის, თუმცა ხშირად ჩნდება ალტერნატივების მოძიების საჭიროება, წარმოგიდგენთ FB რეკლამის 4 ალტერნატივას, ქართული ბაზრისთვის:

1. საბანერო რეკლამა გუგლში  – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტიპის რეკლამა, რომელიც გეხმარებათ თქვენი ლედინგ გვერდის ტრაფიკის ზრდაში.

2.რეკლამა ინსტაგრამზე  – რამ გაყო ფეისბუქი და ინსტაგრამი, ორივე მეტას პროდუქტია, თუმცა განსხვავება მაინც არის, სარეკლამო კონტენტის ტიპსა და მიზნობრივ ჯგუფებში, რისი გათვალისწინებაც შესაძლოა ეფექტური გახდეს თქვენი სარეკლამო კამპანიებისთვის.

3.ტიკტოკ რეკლამა – მართალია ფასიანი რეკლამის გაშვება ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ტიკ-ტოკზე, თუმცა ორგანული რეკლამა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საკმაოდ კარგი შედეგები, ამისთვის საჭიროა საინტერესო და ინფორმაციული ვიდეო კონტენტის შექმნა და ცოტა გამართლება.

4. ტელეგრამში რეკლამირება – სულ ახალი პლატფორმა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, არ იქნება ურიგო, თუ მიაქცევთ ყურადღებას ამ პლატფორმასაც.