იმეილ მარკეტინგი - როგორ დავგზავნოთ მეილები?
იმეილ მარკეტინგი – ხელსაწყო რომელსაც კვლავ შეუძლია გაოცება!
Email მარკეტინგი ეს არ არის მხოლოდ მეილების დაგზავნა. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:
- მიზნების დასახვა – პირველ რიგში მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, თუ რა მიზნით ახორციელებთ მეილების დაგზავნას? ცნობადობის გასაზრდელად, ინფორმირებისთვის, შეთავაზების გასავრცელებლად თუ სხვა მიზეზით?
- სარეკლამო მეილი შექმნა – თქვენი მიზნებიდან გამომდინარე იქმნება გასაგზავნი მეილის კონტენტი (ვიზუალი და ტექსტი), მეილის ფორმატში.
- ბაზების მოძიება & შედგენა – მნიშვნელოვანია მეილების დაგზავნა მიზნობრივი აუდიტორიის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგზავნის პროცესი ჰაერში თოფის სროლად დაემსგავსება.
- დაგზავნის პროცესი – მნიშვნელოვანია მეილების დაგზავნა სანდო და ეფექტური პლატფორმის მეშვეობით. კუსტარული და არასანდო პლატფორმა არა მხოლოდ უშედეგო იქნება, არამედ დააზიანებს თქვენი ელ.ფოსტის რეპუტაციას, რაც მომავალშიც შეგიქმნით პრობლემას.
- ანალიტიკა და შეფასება – მეილების დაგზავნა არ არის დასასრული, მნიშვნელოვანია შევაფასოთ შედეგები, რათა შემდეგი დაგზავნის პროცესი იყოს უფრო ეფექტური.
- კორექტირება და ყველაფერი თავიდან – მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ შესაბამისი კორექტირებები და დავგეგმოთ შემდეგი დაგზავნის პროცესი, უფრო ეფექტური და შედეგიანი.
მსგავსი სტატია: SMS რეკლამა & მარკეტინგი