რა არის ციფრული მედია?
” ციფრული მედია არის მომავალი, რომელიც უკვე დადგა. ” Jeff Bezos
ციფრული მედიას უკვე საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ადამიანების ყოველდღიურობაში, ბიზნესა და განვითარებაში, თუმცა ბევრი ბიზნესი მაინც ვერ ახერხებს მის ეფექტურ გამოყენებას საკუთარ საქმიანობაში.
ამის მთავარი მიზეზებია:
- უხარისხო ციფრული მედია პროდუქტების შექმნა
- არასწორ პლატფორმებზე მათი გამოყენება
- სტრატეგიის არ ქონა
- არასწორი ბიუჯეტირება
ამ სტატიაში განვიხილავთ ციფრული მედიის არსს და გამოყენების შესაძლებლობას ბიზნეს საქმიანობაში.
რა არის ციფრული მედია?
ციფრული მედია წარმოადგენს მედიის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ციფრული მონაცემების გადასაცემად ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებს.
ეს შეიძლება იყოს: ფოტო, ვიდეო, აუდიო, პროგრამა და სხვა ნებისმიერი კონტენტი, რომელიც შექმნილია, შენახულია და გამოყენებულია ციფრული ფორმატით.
მაგალითად: ვებ-საიტი, ანიმაციური ვიდეო, სოციალური მედია არხები და სხვა.
ნებისმიერ დროს, როდესაც ხსნით ინტერნეტის საფუძველზე შექმნილ სისტემებს ან პროგრამებს, თქვენ იყენებთ ციფრულ მედიას.
რატომ ციფრული მედია?
რა სარგებელი მოაქვს ციფრულ მედიას ბიზნესისთვის:
ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას – აკავშირებს ბიზნესს მის პოტენციურ მომხმარებელთან და რაც მთავარია, ამას აკეთებს გაცილებით ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე ტრადიციული მეთოდებითაა შესაძლებელი.
მცირე ბიზნესი უთანაბრდება მსხვილ მოთამაშეებს – ციფრული მედიის სწორად გამოყენება საშუალებას აძლევს მცირე მოთამაშეებს, შეეჭიდონ მათ მსხვილ კონკურენტებს, რომლებსაც მეტი ბიუჯეტი და შესაძლებლობები აქვთ.
გვაწვდის ინფორმაციას მომხმარებელთა ქცევაზე – თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ისეთი მონაცემები, თქვენი პოტენციური მომხმარებლის ქცევების შესახებ, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ტრადიციული ბიზნესის კეთების ეპოქაში.
დაკავშირებული სტატია – ციფრული მარკეტინგი ბიზნესისთვის