ფეისბუქის ადმინისტრირება & მართვა

თანამედროვე ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეისბუქის ადმინისტირება.

Facebook გვერდის ეფექტური მართვა განაპირობებს კლიენტების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად მეტი გაყიდვების უზრუნველყოფას.

ფეისბუქი ბიზნესისთვის – რამდენად ეფექტურია?

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოში სწორედ ფეისბუქია.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩვენ გამოცდილებას, სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, ფეისბუქის ეფექტური მართვის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ.

ფეისბუქის ადმინისტრირება

ფეისბუქის მართვა სამშენებლო ბიზნესის სფეროში

სამშენებლო ბიზნესისთვის ყველაზე იაფი და ეფექტური რეკლამირების საშუალება სწორედ ფეისბუკია. თუმცა, ამ სფეროში კონკურენცია განსაკუთრებით დიდია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იყოთ თქვენი კონკურენტებისგან  გამორჩეული.

ამისათვის პირველ რიგში უნდა შეიქმნას ფეისბუქ გვერდი, ბრენდირებული დიზაინით, როგორიც მაგალითად ჩვენ ერთ-ერთ კლიენტს PlanetPerfecto-ს შევუქმენით.

ეფექტური პროფილის ფოტო და ქოვერი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, ფეისბუქის შემდგოიმ მართვის განსახორციელებლად:

გარდა ამისა, ასევე საჭიროა თითოეული სარეკლამო პოსტი იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ამ მიზნით უნდა განხორციელდეს სარეკლამო პოსტების ბრენდირება და შემდგომ ოპტიმიზაცია.

შედეგად, თქვენი რეკლამა ფეისბუქზე იქნება მიმზიდველი, რასაც უზრუნველყოფს რეკლამის დიზაინი და ეფექტური, რასაც უზრუნველყოფს მისი ოპტიმიზაცია.

ისევე, როგორც მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის სარეკლამო პოსტია.

 

ფეისბუქი პროდუქციის / მომსახურების გაყიდვისთვის

ფეისბუქი განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქციის/მომსახურების გაყიდვის თვალსაზრისით: საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საკვები პროდუქცია, სარემონტო მომსახურება და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ წარმატებულად გაყიდოთ ნებისმიერი პროდუქცია/მომსახურება ფეისბუქის ეფექტურად ადმინისტრირების შედეგად.

ისევე, როგორც მრავალმა ჩვენმა კლიენტმა მოახერხა ჩვენი დახმარებით ამის გაკეთება, მაგალითად ქართულმა ჩიფსის ბრენდმა – სუსნიმ.

შეხედეთ, მომხმარებელთა აქტივობას, ისინი ნამდვილად ყიდულობენ ამ უგემრიელეს ჩიფს.

კომპანია Bauer-თან თანამშრომლობაც საკმაოდ ეფექტური გამოდგა – ჩვენ ერთად მივაღწიეთ ბევრ წარმატებას.

ფეისბუქი ტურისტული ბიზნესისთვის

ფეისბუქის მართვა ტურისტული ბიზნესისთვის სპეციფიკურია, რადგან ძირითადად ხორციელდება უცხოური ბაზრისთვის და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული ქვეყნის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეკლამირება ხორციელდება უცხო ენაზე, საერთაშორისო მასშტაბით, რაც უფრო მეტ ადამიანურ და მატერიალურ რესურს საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა ამ მიმართულებითაც შესაძლებელია, ამისათვის კი გჭირდებათ ეფექტური ფეისბუქ გვერდი, მიმზიდველი დიზაინით, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მომსახურებასთან და ერთი შეხედვით აგებინებს პოტენციურ ტურისტს რას სთავაზობთ.

გარდა ამისა, სარეკლამო პოსტები უნდა იყოს თემატური, იმ ძირითადი მიმართულებებით, რაც გაგაჩნიათ, მაგალითად ღვინის ტური, კულტურული ტური და ა.შ.

თქვენი რეკლამა უნდა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, ნუ მოედებით მთელ მსოფლიოს, აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ ქვეყნებზე და სეგმენტზე.

ალტერნატივის სახით თქვენ შეგიძლია განახორციელოთ რეკლამირება Google-ში, Yandex-ზე ან ეფექტური ტურისტული საიტის შექმნის შედეგად, SEO ოპტიმიზაციის დახმარებით გაიკვალოთ გზა პოტენციური კლიენტებისკენ.

ფეისბუქ რეკლამა სამედიცინო სფეროში

სამედიცინო სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან არსებობს ფეისბუქზე შეზღუდვები, რეკლამათა გარკვეულ კატეგორიაზე, ჩვენ ზუსტად ასეთ საკითხებში დაგეხმარებით, ისევე, როგორც კომპანია Grindeks-ს, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში.

ონლაინ მაღაზიის მარკეტინგი ფეისბუკზე

ფეისბუქ ნამდვილად იდეალურია ონლაინ მაღაზიებისთვის, ხის მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.

თქვენ მხოლოდ მოთხოვნადი და ხარისხიანი პროდუქცია მოგვაწოდეთ, დანარჩენს მივხედავთ ჩვენ.

ჩვენ ონლაინ მაღაზიის შექმნაშიც დაგეხმარებით, ისევე, როგორც Shopmart-ს დავეხმარეთ.