ლოგოს შექმნა ბიზნესისთვის

ლოგოს შექმნარატომაა მნიშვნელოვანი ეფექტური ლოგოს შექმნა ბიზნესისთვის?

ლოგო, თქვენი ბიზნესის სახელით შედის კომუნიკაციაში მომხმარებელთან, იგი მიუთეთებს პროდუქციის წარმომავლობაზე, ხარისხსა და სანდოობაზე.

იგი გამოსახულია თქვენს პროდუქციაზე, ბიზნეს ბარათზე, ვებ-საიტზე, სოციალურ მედიაში და პირველია, რაც მომხმარებელს თვალთ წარმოუდგება, თქვენი ბრენდის შესახებ.

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ?  

დაფიქრდით შემდეგ საკითხებზე:

ლოგოს დამზადებარა არის ლოგო?

ლოგოს გარეშე ბრენდი ვერ იარსებებს, ლოგო ბრენდის სახეა, მისი მეშვეობით ხდება ბრენდის, ასევე მის ქვეშ შემოთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების ცნობა და განსხვავება სხვა ბრენდებისგან.

წარმოიდგინეთ კომპანია Apple-ი თავისი ლოგოს – ჩაკბეჩილი ვაშლის გარეშე ან კომპანია BMW და Mercedes-ი თავიანთი ცნობილი ლოგოების გარეშე.

მარკეტინგული თვალსაზრისით ლოგო იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდის ცნობის მექანიზმი.

ლოგო შეიცავს, ბრენდისგან მომხმარებლის მიმართ განსაზღვრულ ყველა მნიშვნელოვან ელემენტს და სიგნალს.

ამდენად, ლოგო არის კომუნიკაციის საშუალება მომხმარებლებთან.

მაგალითად, როდესაც ვხედავთ Coca-Cola-ს ან Starbucks-ის ლოგოს, ჩვენ გვეუფლება ის დადებითი ემოციები, რასაც ეს პროდუქტები ჩვენში აღძრავენ – კოკა-კოლას გამაგრილებელი გემო ან გემრიელი ყავის დალევა სამსახურში დასვენების დროს.

nike-logoშეუძლებელია რაღაც ემოცია არ დაგეუფლოს, როდესაც ხარ გატაცებული სპორტით და ხედავ Nike_ის ან Adidas_ის ლოგოებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მოგონება ბავშობიდან, პირველი სპორტული ფეხსაცმელის ან სავარჯიშო აღჭურვილობის შესახებ.

ლოგო საერთაშორისო კომუნიკაციის საშულებაა, მისი ყველა ესმის, ნებისმიერ ენაზე მოლარპაკე ადამიანს.

ლოგოს აქვს უნარი ჩვენს ქვეცნობიერზე იმოქმედოს და მიგვიზიდოს პროდუქტის & პროდუქციის შესაძენად.

რა უნდა გავითვალისწინოთ ლოგოს დამზადებისას?

ლოგოს დიზაინი

ნებისმიერმა ბიზნესმენმა, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი გეგმები საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ლოგოს შექმნა & განვითარებას.

ლოგოს თითოეული ელემენტი რაღაცას უნდა ატყობინებდეს მომხმარებელს, მისი საშუალებით უნდა შეიძლებოდეს ემოციური კონტაქტის დამყარება პოტენციურ კლიენტებთან.

ლოგოს უნდა ჰქონდეს სწორი ფერი და დიზაინი.

ნუ დაზოგავთ ფინანსებს, ყველაზე მთავარზე, საქმე აუცილებლად ანდეთ პროფესიონალებს.

ლოგო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, თქვენი ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.

რაც უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებთ ლოგოს შექმნაში, მით უფრო დიდი ძალისხმევით იმუშავებს იგი თქვენი ბრენდისთვის და მთლიანად ბიზნესისთვის.

ლოგოს ტიპები

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებული ტიპის ლოგოებს, დაფიქრდით, რომელი შეიძლება იყოს უფრო ახლოს დგას თქვენი ბიზნესისთვის.

სიტყვიერი ლოგო – ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ლოგო, სადაც აქცენტი კეთდება ბრენდის სახელწოდებაზე მაგ: Coca-Cola, McDonald’s და ა.შ.

ინიციალები – ასეთი ტიპის ლოგოები შედგება ინიციალებისგან, ეს შეიძლება იყოს ერთი ინიციალი ან რამდენიმე, მაგ: CNN, HP და სხვა.

ხშირად კომპანიები იყენებენ, როგორც სიტყვიერ ლოგოს, ასევე ინიციალებსაც, მაგ: McDonald’s (M), Skype (S), Facebook (F) 

starbucks_coffee_logo-svgემბლემა – ასეთი ტიპის ლოგოებზე აქცენტი კეთდება მის ვიზუალურ მხარეზე, რომელიც უნიკალური და დასამახსოვრებელია.

მაგ: ეფლის ლოგო, ნაიკის ლოგო და სხვა.

სიტყვიერი & ემბლემა – ეს არის კომბინაცია სიტყვიერი და ვიზუალური კომპონენტებისა.

მაგ: სტარბაქსის ლოგო.

გსურთ ეფექტური ლოგოს შექმნა და არ იცით საიდან დაიწყოთ?

კომპანია BLH-ს დიდი გამოცდილება გააჩნია ბრენდირებაში, მათ შორის სხვადსხვა ლოგოს დამზადებაში.

ჩვენ ბოლომდე გვესმის თუ რა მნიშვნელობა გააჩნია ლოგოს თქვენი ბიზნესისთვის, სანამ დავიწყებდეთ ლოგოს დამზადებას,  სრულყოფილად ვიკვლებთ კომპანიის საქმიანობას, მის პროდუქტებს, სამომავლო გეგმებსა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხედულებებს.

მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ლოგოს შექმნის თაობაზე.

დაგვიკავშირდით 555 97 47 17,  Email – info@blh.ge

ჩვენ ვმუშაობთ მანამდე, სანამ არ შეიქმნება ისეთი, ლოგო, რომელიც აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებსა და ჩვენ შეხედულებებს.

იხილეთ ჩვენი კლიენტებისა და პორტფლიოს გვერდები.