როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მარკეტინგის კურსი?

მარკეტინგული კურსიციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა ახალგაზრდებისთვის, თუმცა ხარისხიანი ცოდნის მიღება საკმაოდ რთულია, მოდით განვიხილოთ, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მარკეტინგის კურსი?

დავიწყოთ საკუთარ თავიდან

პირველ რიგში ზუსტად უნდა განვსაზღვროთ მიზანი – რატომ გსურთ გაიაროთ მარკეტინგული კურსები?
 
ზოგადი ინტერესი – თუ ზოგადი ინტერესი გაქვთ და კურსის გავლის მიზანია ამ ინტერესის დაკმაყოფილება, უმჯობესი იქნება შედარებით მსუბუქი, მოკლევადიანი კურსების გავლა, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებთ მცირე პრაქტიკულ გამოცდილებასაც.
 
სერთიფიკატი – თუ თქვენი მიზანია მხოლოდ სერთიფიკაქტის აღება, უმჯობესია კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ – ხომ არ შეგეშალათ საქმიანობის სფერო? ციფრულ მარკეტინგში დამსაქმებელს (დამკვეთს) არ აინტერესებთ სერთიფიკატები, თუ მათ უკან რეალური და მყარი ცოდნა არ არის.
 
ჯერ არ ვიცი – ამ შემთხვევაშიც უმჯობესია გაიაროთ ზოგადი ტიპის, მოკლე კურსი, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით მარკეტინგული საქმიანობის შესახებ. შესაძლოა კურსის გავლის შემდგომ უფრო ნათლად ჩამოგიყალიბდეთ რა მიმართულებით გსურთ განვითარება.
 
კარიერა – თუ გადაწყვეტილი გაქვთ კარიერის დაწყება მარკეტინგში, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მარკეტინგის კურსები და შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები.

ამ შემთხვევაში:

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რისი კეთება გვიყვარს და რომელი მარკეტინგული სფერო არის ჩვენთვის უფრო ახლოს:

სოციალური მედია მარკეტინგი

კოფირაითინგი

გრაფიკული დიზაინი

სეო ოპტიმიზაცია

ვებ-გვერდების დამზადება

თუ სხვა..

მაგალითად, თუ გიყვართ წერა, კოფირაითინგი შეიძლება იყოს საინტერესო, ხოლო თუ ტექნიკური და კომპლექსური საკითხებიც გაინტერესბთ, ცადეთ SEO-ს მიმართულება. მეორე მხრივ, თუ ხატვა და კრეატივია თქვენი მოწოდება, შესაძლოა გრაფიკული დიზაინი იყოს საუკეთესო არჩევანი.

რა გვჭირდება განვითარებისთვის?

თუ ზოგადი წარმოდგენა შეიქმენით და იცით დაახლოებით რა მიმართულება გაინტერესებთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ის უნარები, რაც აუცილებელია წარმატებული მოღვაწეობისთვის ამ სფეროში.

მაგალითად: თუ გრაფიკულ დიზაინით დაინტერესდით, მნიშვნელოვანია დიზაინერული პროგრამების შესწავლა, როგორიცაა Photoshop, Illusrator და სხვა.

თუ ვებ-დეველოპმენტით ხართ გატაცებულია, მნიშვნელოვანია პროგრამული ენების შესწავლა.

როგორ შევიძინო საჭირო უნარები?

დაიწყე კითხვა, განსაკუთრებით ინგლისურად (თუ არ იცი ისწავლე პირველ რიგში), გაეცანი სხვადასხვა მოსაზრებებს, პროფესიონალთა ხედვას, გადმოწერე საჭირო პროგრამები, სცადე შენით. მოგბეზრდება, დაისვენე და კვლავ განაგრძე მობეზრებამდე პროფესიის შეცნობა.

რაღაც ეტაპის შემდგომ მიხვდები, რომ საჭიროა ახალ ეტაპზე გადასვლა, ვიღაცისგან ცოდნის მიღება. ამ ეტაპზე შეგიძლია გაიარო მცირე ზომის კურსი, რაც დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებში.

როგორ შევარჩიო საუკეთესო მარკეტინგული კურსი?

თეორია არის განძით სავსე სკივრი, ხოლო პრაქტიკა…

…..გასაღები, რომლითაც შეძლებთ მის გახსნას

აუცილებელია მთელი თქვენი ცოდნის გარდასახვა და პრაქტიკაში გამოყენება, რაღაცა გამოგადგებათ, რაღაცას სხვა კუთხით შეხედავთ, ბევრ ახალს ისწავლით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეალურად შეძლებთ რაღაც ღირებულების შექმნას.