რა არის კოფირაითინგი?

კოფირაითინგიხშირად გვესმის შეკითხვები: რა არის კოფირაითინგი – როგორ გავხდეთ კოფირაითერი?

კოფირაითინგი არის კრეატიული წერა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნებისმიერი მარკეტინგული სააგენტოსთვის.

კოფირაითერი არა მხოლოდ წერს ტექსტებს, იგი აზროვნებს უფრო გლობალურად, უყურებს მთლიან სურათს, ქმნის იდეას და უმნიშვნელოს აქცევს მნიშვნელოვნად.

ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ხშირი საუბარია კოფირაითერის სპეციალობის გაქრობაზე, თუმცა შეგვიძლია დავინახოთ საწინააღმდეგო ტენდეცია. სულ უფრო ფასეული გახდება უნიკალური და კრეატიული ტექსტები, ისეთი,როგორსაც ვერ შექმნის ხელოვნული ინტელექტი.

რა უნარებია საჭირო კოფირაითინგისთვის?

  • წერითი უნარები – რა თქმა უნდა წერა უნდა შეგეძლოდ და გიყვარდეთ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა – ბევრი დეტალი და საკითხია გასათვალისწინებელი კრეატიული წერის დროს, არავინ გაპატიებთ შეცდომებს და რაიმეს გამორჩენას;
  • კრეატიულობა & წარმოსახვა – წერა ბევრს შეუძლია, თუმცა წერა კრეატიულობის გარეშე არის ნაცრის ქექვასავით;
  • კვლევის უნარები – ხშირად დაგჭირდებათ სხვადასხვა საკითხის სწრაფად და სრულყოფილად გამოკვლევა, ამიტომაც ეს უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია;
  • ინგლისური ენის ცოდნა – არამხოლოდ საუბარი და წერა არის მნიშვნელოვანი ინგლისურად, არამედ აზროვნებაც;
  • მარკეტინგის პრინციპები – მნიშვნელოვანია გესმოდეს, თუ როგორ მუშაობს მარკეტინგი, ყველა ძირითადი მიმართულება, პრინციპები და საფუძვლები. სწორედ ამით იქნება გამორჩეული სხვა ქოფირაითერებისგან, სწორედ ეს იქნება შენზე მუდმივი მოთხოვნის საფუძველი.

კოფირაითერის ხელფასი

კოფირაითერის ხელფასი დამოკიდებულია მის უნარებზე და შესაძლებლობებზე.

ასევე გამოცდილებაზე და რა ტიპის ორგანიზაციაში ხდება დასაქმება.

ზოგადად ყველა ორგანიზაციას ჭირდება ხარისხიანი კონტენტი, თუმცა ბევრი კომპანია, მათთვის საზიანოდ არ აფასებს ამ სპეციალობას, მათთან მუშაობა მხოლოდ გამოცდილების მისაღებად თუ იქნება რეკომენდირებული.

მეორე მხრივ, თანამედროვე მარკეტინგული სააგენტოები სანთლით ეძებენ კარგ კოფირაითერებს და მზად არიან საკმაოდ კონკურენტული ანაზღაურება გადაუხადონ.

კოფირაითინგის კურსები

სად ვისწავლოთ კოფირაითინგი? მირჩიეთ კოფირაითინგის კურსები?

ალბათ გაგიჩნდათ ეს შეკითხვები.

ჩვენი რჩევა იქნება რაიმე კურსის გავლამდე, პირველ რიგში განავითაროთ თქვენში ის უნარ-ჩვევები, რაც ზემოთ განვიხილეთ.

შემდგომ, შეგიძლიათ ნებისმიერი პოპულარული კურსი გაიაროთ, თუმცა გახსოვდეთ, მთავარი პრაქტიკაა, მხოლოდ პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებისას შეძლებთ აღმოაჩინოთ თქვენში ნამდვილი კოფირაითერი.

კოფირაითერის ვაკანსია, სტაჟირება

კომპანია BLH პერიოდულად აცხადებს ვაკანსიებსა და სტაჟირებებს კოფირაითინგის მიმართულებით.

თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, თვლი, რომ მზად ხარ გაიარო სტაჟირება ან დასაქმედე ჩვენთან, მოგვწერეთ მეილზე თქვენი რეზიუმე – info@blh.ge

ასევე დაგაინტერესბთ: პროფესია –  გრაფიკული დიზაინერი