ვიდეო რგოლის შექმნა გსურთ?

ვიდეო რგოლის შექმნასარეკლამო ვიდეო რგოლის შექმნა გსურთ თქვენი ორგანიზაციისთვის და არ იცით საიდან დაიწყოთ? 

ამ სტატიაში განვიხილავთ სარეკლამო ვიდეო რგოლის ტიპებს და მათი დამზადებისთვის საჭირო კომპონენტებს.

მარტივი ანიმაციური ვიდეო – ეს არის ყველაზე იაფი და გავრცელებული ფორმატის ვიდეო რგოლი, რომელიც მზადდება სხვადასხვა ფოტო-ვიდეო მასალებისა და მარტივი ანიმაციური ეფექტების გამოყენებით.

გამოყენების არეალი: Facebook, ინსტაგრამი, Youtube და ტიკ-ტოკი, ასევე ასეთი ტიპის ვიდეო რგოლის გამოყენება შესაძლებელია სატელევიზიო რეკლამაში.

2D ანიმაცია – ეს არის ვიდეო რგოლი, რომლის დამზადებისას გამოიყენება მხოლოდ 2D ანიმაცია.

გამოყენების არეალი: სოციალური ქსელები, სატელევიზიო რეკლამა, ნაკლებად გამოიყენება ტიკტოკსა და იუთუბში.

3D ანიმაცია – ვიდეო რგოლი, რომლის გაკეთება ხდება სამ განზომილებიან სამყაროში, ხასიათდება უფრო მეტი კომპლექსურობით და ვიზუალური ეფექტით.

გამოყენების არეალი: სოციალური ქსელები, სატელევიზიო რეკლამა, ნაკლებად გამოიყენება ტიკტოკსა და იუთუბში.

კლასიკური სარეკლამო რგოლი – ასეთი ვიდეო რგოლის დამზადება ხორციელდება ორ ეტაპად: 1. გადაღება და 2. მონტაჟი.

შერეული ტიპის ვიდეო რგოლი – გამოიყენება, როგორც სხვადასხვა ანიმაციური ეფექტები, ასევე რეალური ვიდეო კადრები.