პრეზენტაციის დამზადება გსურთ?

გამორჩეული პრეზენტაციის დამზადება დაეხმარება თქვენს ბიზნესს მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციაში, რაც საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს გაყიდვების ზრდის მოცულობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი გამორჩეული პრეზენტაციის შექნა?

პრეზენტაციის დიაზინი – როგორ უნდა იყოს?

პრეზენტაციის სტრუქტურა – რა ელემენტებს უნდა მოიცავდეს?

გსურთ გამორჩეული პრეზენტაციის დამზადება?

დაგვიკავშირდით: info@blh.ge & 577 97 47 17

პრეზენტაციის სტრუქტურა

პრეზენტაციის სტრუქტურა განსხვავდება მისი შინაარსის და დანიშნულების მიხედვით, თუმცა შესაძლებელია განვსაზღვროთ ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ყველა პრეზენტაციას უნდა გააჩნდეს:

  • თავფურცელი
  • ორგანიზაციის საქმიანობის გვერდი
  • შესრულებული პროექტები ან პროდუქცია (შესაძლოა რამდენიმე გვერდზე გადანაწილდეს)
  • დაბოლოოება & საკონტაქტო ინფორმაცია

როგორი უნდა იყოს პრეზენტაციის დიზაინი?

წარმოიგდგენთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია პრეზენტაციის დიზაინის შექმნის დროს:
 
ფონტი – პრეზენტაციის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სწორი ფონტის შერჩევა გადამწყვეტია ეფექტური პრეზენტაციის დიზაინის შესაქმნელად
 
შრიფტის ზომა – რეკომენდირებულია არანაკლებ 30 (points) ფონტის ზომის გამოყენება ტექსტებისთვის.
 
ფერების პალიტრა – ფერთა გამა არსებით გავლენას ახდენს პრეზენტაციის აღქმას, ამიტომაც სწორი ფერების შერჩევა მეტწილად განაპირობებს პრეზენტაციის ვიზუალის ეფექტურობას.
 
მოკლე და გასაგები – ჩვენი რჩევა იქნება პრეზენტაციის სლაიდების რაოდენობა არ აღემატებოდეს 10-12 სლაიდს, ხოლო ტექსტების რაოდენობა არ იკავებდეს სლაიდის ვიზუალის 10-20%

რა ღირს პრეზენტაციის დამზადება?

პრეზენტაციის მომზადების ფასი დამოკიდებულია შემდეგ საკითხებზე:

1.პრეზენტაციის გვერდების მოცულობა

2.დიზაინის სირთულე

3.მხოლოდ დიზაინზე უნდა მოხდეს მუშაობა, თუ პრეზენტაციის სტრუქტურასა და კონტენტზე

4.პრეზენტაციის ენა, მხოლოდ ერთ ენაზე უნდა გაკეთდეს, თუ რამდენიმე ენაზე.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება პრეზენტაციის დამზადების ფასი, რაც საშუალოდ მერყეობს 450-1500 ლარის ფარგლებში.