შეფუთვის დიზაინი - რა გავითვალისწინოთ?

შეფუთვის დიზაინი თქვენი უსიტყვო გაყიდვების მენეჯერია, რომელიც ვიზუალურ კომუნიკაციაში შედის მომხმარებელთან, უამბობს მას თქვენი ბრენდის შესახებ და არსებით გავლენას ახდენს პროდუქტის გაყიდვებზე.

ხშირად გაგიგიათ ალბათ ფრაზები: “რაღაცნაირი შეფუთვა ჰქონდა და ვიყიდე”, “მომეწონა და ვიყიდე” და ა.შ. ყველაფერი ეს დაკავშირებულია შეფუთვის დიზაინთან.

როგორ შევფუთოთ ჩვენი პროდუქტი?

პროდუქტის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდვები, გამორჩეული და სოლიდური, მან უნდა შეუქმნას მომხმარებელს პოზიტიური პირველადი შთაბეჭდილება და უბიძგოს ყიდვის გადაწყვეტილებისკენ.

რატომაა შეფუთვის დიზაინი მნიშვნელოვანი?

თანამედროვე კონკურენტულ ბაზარზე არსებითად მნიშვნელოვანია ეფექტური შეფუთვის დიზაინი:

  • ზრდის ცნობადობას
  • ზრდის გაყიდვებს
  • მომხმარებელთა ლოიალობას უწყობს ხელს
  • გამოარჩევს თქვენს პროდუქტს სხვებისგან.

    შეფუთვის დიზაინის ელემენტები:

    რა ელემენტებისგან შესდგება პროდუქტის დიზაინი? 

    ფერთა გამა – სწორად შერჩეული ფერთა გამა ძლიერ შეგავლენას ახდენს მომხმარებელზე, აღძრავს სხვადასხვა ემოციას და ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილებაზე. 

    ფონტები (ტიფოგრაფია) – წარწერების ვიზუალს არანაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია შეფუთვის დიზაინზე, როგორც პოზიტიური – სწორად შერჩეულ ფონტებს, ასევე ნეგატიური – ცუდად შერჩეულებს.

    გრაფიკული ელემენტები – შეფუთვის დიზაინში გამოყენებული გრაფიკული ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინი იყოს რელევანტური, გასაგები და თანმიმდევრული.

    დიზაინის ანატომია

    აქცენტი უნდა გაკეთდეს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, როგორიცაა სახელწოდება, ლოგო, პროდუქტის გამორჩეული თვისებები.

    გსურთ გაიგოთ მეტი ბრენდინგის შესახებ? 

    გაეცანით მსგავს სერვისებს:

    ლოგოს დიზაინის შექმნა

    ვებ-საიტის დიზაინი