Facebook ბიზნეს გვერდის შექმნა
ბიზნეს გვერდის შექმნა არის პირველი ნაბიჯი Facebook რეკლამირების დასაწყებად.
რა გვჭირდება სარეკლამო გვერდის შესაქმნელად:
პირადი პროფილი – აუცილებელია გქონდეთ პირადი ფეისბუქ პროფილი, რომლითაც შექმნით ბიზნეს გვერდს. პირადი პროფილი არ გამოუჩნდება ბიზნეს გვერდის მომხმარებელს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ამის თაობაზე.
კატეგორიის შერჩევა – მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ბიზნეს საქმიანობის კატეგორია, მაგ: სამშენებლო, ტურისტული და ა.შ.
ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ – მისამართი, მომსახურების არეალი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, საიტი, სამუშაო საათები და სხვა.
გვერდის ბრენდირება – ქოვერის და პროფილის დიზაინი, რაც პირველად შთაბეჭდილებას უქმნის გვერდზე შემოსულ მომხმარებელს.
კომუნიკაციის ელემენტები – მიუთითეთ ხშირად დასმული შეკითხვები და ავტომატური პასუხები, რათა მომხმარებელს გაუადვილდეს თქვენთან კომუნიკაცია.
როგორ შევქმნათ ფეისბუქ გვერდი?
ბიზნეს გვერდის გაკეთება – ინსტრუქცია:
1.შექმენით გვერდი ამ ბმულზე გადასვლით.
2.მიუთითეთ გვერდის სახელწოდება და კატეგორია
3.მიუთითეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ (Bio)
4.დააჭირეთ შექმნის ღილაკს (Create)
5.დანარჩენი ინფორმაციის დამატება, რაც ზემოთ განვიხილეთ შეგიძლიათ მოგვიანებით.
თუ გჭირდებათ ჩვენი დახმარება – მოგვმართეთ.
მსგავსი სერვისი – ფეისბუკის მართვა