როგორ გავზარდოთ ცნობადობა ?

როგორ გავზარდოთ ცნობადობა?როგორ გავზარდოთ გვერდის ცნობადობა ციფრული მარკეტინგის მეშვეობით? რომელი პლატფორმებია ყველაზე ეფექტური საქართველოში?

ცნობადობის გაზრდა – ეტაპები:

1. რამდენად კარგად იცნობთ თქვენს მომხმარებელს – განსაზღვრეთ ვინ არის თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რა სურს, როგორ მოქმედებს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და სხვა.

2. ძლიერი მხარეები – განსაზღვრეთ თქვენი ორგანიზაციის ძლიერი მხარეები, მაგალითად: მაღალი ხარისხის პროდუქტი, დაბალი ფასი, პროდუქტის გარკვეული თვისებები, რაც არ ახასიათებს კონკურენტის პროდუქტს და სხვა.

3. მთავარი მესიჯები – რას სთავაზობთ მომხმარებელს. აღნიშნული ელემენტი ეყდნობა თქვენი ორგანიზაციის ძლიერ მხარეებს, რის საფუძველზეც განისაზღვრება სარეკლამო მესიჯი.

4. პიარის პლატფორმა – რომელ პლატფორმაზე უნდა განხორციელდეს პიარ-ღონისძიებები?

თქვენ ზუსტად შეძლებთ პლატფორმის განსაზღვრას თუ თქვენ კარგად იცნობთ თქვენს მომხმარებელს, იცით რას და რატომ აკეთებს, ასევე ზუსტად გაქვთ გაცნობიერებული თქვენი ორგანიზაციის ძლიერი მხარეები.

5. რეკლამის ფორმატი – რა ფორმატში უნდა განხორციელდეს თქვენ შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის? ვიდეო რეკლამა, ფოტო-ბანერი, ანიმაციური ვიდეო? 

სწორი ფორმატის განსაზღვრა არსებითად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.

რა ხელსაწყოებია საჭირო ცნობადობის გასაზრდელად?

ორგანიზაციის ბრენდინგი – სახელწოდების მოფიქრება და ლოგოს დამზადება ასე იწყება თქვენი კომპანიის ბრენდინგი, რაც ორგანიზაციის სწრაფი განვითარების საფუძველია.

საიტის შექმნა – ეს არის თქვენი ციფრული ჰაბი ინტერნეტში, სადაც განსაზღვრული დეტალური ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის ინფორმაცია თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემები და სხვა.

მარკეტინგული სტრატეგია – სწორი მარკეტინგული სტრატეგია დაგიზოგავთ ფინანსებს და დროს.

ტოპ პლატფორმები ცნობადობის გასაზრდელად

სოციალური მედია არის საუკეთესო საშუალება, ყველაზე უფრო სწრაფად და მცირე ფინანსებით მოახდინოთ თქვენი ორგანიზაციის ცნობადობის ზრდა.

Facebook რეკლამა – ყველაზე ეფექტური საშუალება გვერდის ცნობადობის გასაზრდელად.

რეკლამა ინსტაგრამზე – არანაკლებ პოპულარული პლატფორმა, განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებს შორის, ასევე განსაკუთრებით ეფექტურია გარკვეული ტიპის ბიზნესისთვის, მაგ: სილამაზის ცენტრები, სალონები და სხვა.

Youtube-ზე რეკლამირება – ყველზე ეფექტური ვიდეო რეკლამის პლატფორმა საქართველოში. 

რეკლამა გუგლში – ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სარეკლამო პლატფორმა, განსაკუთრებით შედეგიანია რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში, რომელშიც ქართული ინტერნეტ მომხმარებლების 95% ახორციელებს ძიებას.

Tik-tok – მართალია რეკლამა ტიკტოკზე ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, თუმცა ეფექტური კონტენტის განთავსებით თქვენ მაინც შეგიძლიათ მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები.