კონტენტის შექმნა - რა გავითვალისწინოთ?
კონტენტი ციფრული მარკეტინგის მეფეა! გამორჩეული კონტენტის შექმნა გაახლოვებთ თქვენს პოტენციურ მომხმარებელთან, ზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას და განაპირობებს გაყიდვების ზრდას.
კონტენტის შედგენა გჭირდებათ ნებისმიერი მიმართულებით:
რა არის კონტენტი?
კონტენტი არის სხვადასხვა საკითხის, იდეს და მოსაზრების გამოხატულება სხვადასხვა ფორმატში, როგორიცაა: ვიდეო, ფოტო და ტექსტი.
კონტენტის ტიპები
გავრცელებული კონტენტის ტიპები:
ფოტო კონტენტი – კონტენტი რომელიც გამოხატულია სურათის სახით, მაგ: ბანერი, პოსტერი, ფოტო-კარუსელი.
ვიდეო კონტენტი – კონტენტი რომელიც გამოხატულია ვიდეო ფორმატში, მაგ: ვიდეო რგოლი და ანიმაცია
ტექსტური კონტენტი – კონტენტი რომელიც გამოხატულია ტექსტური სახით, მაგ: სტატია, სარეკლამო პოსტის ტექსტი და სხვა.
როგორ შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი?
ხარისხიანი კონტენტის შედგენა ეფუძნება რამდენიმე პრინციპს:
მიზნები – რა მიზნები გვაქვს, რისთვის ვქმნით კონტენტს, მაგალითად: რეკლამა სოციალურ მედიაში, რისთვისაც საჭიროა ფოტო-ვიდეო ან ტექსტური კონტენტის შედგენა.
სტრატეგია – რა სტრატეგიით გვსურს მიზნების მიღწევა, მაგალითად: ფეისბუქ რეკლამის მეშვეობით მომხმარებლის მოზიდვა.
როგორი კონტენტის შექმნა გჭირდებათ თქვენ?
როგორი კონტენტის შექმნა ჭირდება თქვენს ბიზნეს? ამისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
- რომელი პლატფორმისთვის იქმნება კონტენტი?
- აუდიტორია – ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია?
- ფინანსური მხარე – ბიუჯეტი
ვებსაიტის კონტენტის შექმნა
პირველ რიგში განისაზღვრება ვებგვერდის სტრუქტურა, შემდგომ იქმნება თითოეული გვერდის ტექსტური და ვიზუალური კონტენტი.
კონტენტის შედგენა სოც მედიისთვის
სოც მედია პლატფორმისა და სტრატეგიის მიხედვით განისაზღვრება კონტენტის ტიპი, ფორმატი და შინაარსი.
კონტენტი SEO-სთვის
კონტენტის შექმნა წარმოადგენს სეო ოპტიმიზაციის არსებით საფუძველს, ხარისხიანი კონტენტის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული შედეგების მიღება.
ვინ ქმნის კონტენტს?
კონტენტის შექმნაში სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები მონაწილეობენ:
კოფირაითერი – ეს არის მწერალი, რომელიც ქმნის სხვადასხვა შინაარსის და ფორმატის ტექსტებს.
გრაფიკული დიზაინერი – მუშაობს ფოტო ვიზუალური კონტენტის გრაფიკულ ნაწილზე.
ვიდეოგრაფი – ახორციელებს ვიდეო გადაღებას, ქმნის ვიდეო კონტენტს.
ფოტოგრაფი – ახორციელებს ფოტო გადაღებას, ქმნის ხარისხიან ფოტო მასალას.
ანიმატორი – მუშაობს ვიდეო ანიმაციებზე.
ეფექტური კონტენტის შექმნა არის წარმატების გარანტია, როდესაც ვაპირებთ განვახორციელოთ:
გსურთ ეფექტური კონტენტის შექმნა? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის 555 97 47 17 & info@blh.ge