ონლაინ მაღაზიის დამზადება
ონლაინ მაღაზიის დამზადება სულ უფრო საჭირო და ამავდროულად ხელმისაწვდომი ხდება.
გაქვთ არსებული ბიზნესი ან აპირებთ ახალი საქმის დაწყებას? რა ღირს ინტერნეტ მაღაზიის შექმნა? რითი დავიწყოთ? ამ ყველაფერს ამ სტატიაში განვიხილავთ.
დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 97 47 17 / info@blh.ge
ინტერნეტ გაყიდვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ონლაინ შოპი არის ხელსაწყო რათა არ ჩამორჩეთ კონკურენტებს და შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც კი აღმოაჩინოთ თქვენი ბიზნესისთვის.
მსგავსი სტატია: საიტების დამზადება ბიზნესისთვის
რა არის ინტერნეტ მაღაზია?
ეს არის ონლაინ გაყიდვების საიტი, რომელზეც განთავსებულია თქვენი პროდუქცია, კატეგორიების მიხედვით.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საიტზე ჩაშენებული საძიებო სისტემით, მარტივად მოიძიოს მისთვის საინტერესო პროდუქცია, ფასის, მახასიათებლების, კატეგორიის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
მოძიებული პროდუქცია განათავსოს ელექტრონულ კალათაში და როდესაც დაასრულებს შერჩევის პროცესს, განახორციელოს ონლაინ შეკვეთა, მათ შორის საბანკო ბარათით ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთა მოდის თქვენი მაღაზიის ადმინ პანელში, ასევე ელ. ფოსტაზე, რასაც თქვენი მხრიდან პროდუქციის მიწოდება მოყვება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ონლაინ მაღაზიას რომლებიც ჩვენ დავამზადეთ:
რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა?
ინტერნეტ მაღაზიის დამზადების ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა დეტალებზე და ფუნქციონალზე, ასევე პლატფორმაზე, სადაც უნდა ხორციელდება ონლაინ შოპის შექმნა.
თუ მინიმალური ბიუჯეტი გაქვთ, უმჯობესია შოპის დამზადება მოხდებს WordPress-ის სისტემაზე, ასეთ შემთხვევაში თქვენი პირველადი ინვესტიციის მოცულობა 2500 ლარიდან დაიწყება.
ამავდროულად, მომავალში შესაძლებლობა გექნებათ დაამათო ახალი ფუნქციონალი, როგორიცაა განვადების და საკურიერო ავტომატიზაციის სისტემები, ასევე თარგმნოთ ონლაინ მაღაზია სხვადასხვა ენაზე.
ინტერნეტ მაღაზიის დამზადება - რა არის საჭირო?
1.დომენი – ეს არის მაღაზიის ელექტრონული მისამართი, რომლის ღირებულება წელიწადში 12 ლარიდან იწყება. მაგალითად, ჩვენი საიტის დომენია www.blh.ge
2.სერვერი (ჰოსტინგი) – ეს არის ვებ სივრცე, სადაც უნდა განთავსდეს საიტი, მისი საშუალო წლიური ღირებულება 100-180 ლარის ფარგლებში მერყეობს.
3. ლიცენზიები და ტექნიკური მხარდაჭერა – თუ ონლაინ მაღაზია დამზადებულია რომელიმე პლატფორმაზე, საჭირო იქნება ფასიანი ლიცენზიების წლიური განახლება, ამავდროულად ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზიას ჭირდება ტექნიკური მომსახურება.
ამ მომსახურების მინიმალური ღირებულება წელიწადში 400 ლარიდან იწყება, თუმცა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.
გსურთ ონლაინ მაღაზიის დამზადება – კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით – 555 97 47 17
ინტერნეტ მაღაზიის დამზადება - მთავარი ფუნქციები
მოდით განვიხილოთ ინტერნეტ მაღაზიის ძირითადი ფუნქციები:
ონლაინ კატალოგი – კატეგორიების მიხედვით დახარისხებული პროდუქცია.
ფილტრაცია – პროდუქციის ფილტრაციის ეფექტური სისტემა, ფასის, მახასიათებლების, კატეგორიის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
პროდუქტის შიდა გვერდი – ისეთი ატრიბუტებით, როგორიცაა პროდუქციის ფოტო, ტექსტური აღწერილობა, ფასი, შეძენის ღილაკი.
კალათში დამატების ფუნქცია – მომხმარებელს საშუალება აქვს, მისთვის საინტერესო პროდუქცია დაამატოს ციფრულ კალათში.
ონლაინ შესყიდვის სრული ციკლი – მომხმარებელს შეუძლია გააფორმოს ონლაინ შესყიდვა, თქვენი საიტიდან.
ბარათით გადახდის სისტემა – მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით.
გსურთ ონლაინ მაღაზიის შექმნა?
დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 97 47 17 / info@blh.ge
როგორ ვმართოთ ონლაინ მაღაზია?
როგორ ვმართოთ ონლაინ მაღაზია? ეს საკითხი უმჯობესია მის შექმნამდე იქნეს განსაზღვრული, მათ შორის რა ტექნიკური და ფინანსური რესურსების გამოყოფა იქნება საჭირო ინტერნეტ მაღაზიის სამართავად.
შეგვიძლია გამოვყოთ ორი მიმართულება:
ტექნიკური მხარე – ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზია საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას, მიუხედავად მისი მოცულობისა ან კომპლექსურობისა, რათა თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური სახის პრობლემები, მათ შორის საიტის გაფუჭება, დავირუსება და სხვადასხვა შეფერხებები.
მნიშვნელოვანია ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს კომპეტენტურმა პირმა ან ორგანიზაციამ, ეს შეიძლება იყოს შიდა კადრი ან აუთსორსინგის მეშვეობით გარე პირი ან ორგანიზაცია.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აუცილებელია პრობლემის პრევენცია და არა უკვე წარმოშობილ პრობლემაზე რეაგირება, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა დიდი ხნით შეფერხდეს ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირება, რაც ფინანსურადაც არ არის მომგებიანი.
კონტენტის მართვა – ძირითადად საუბარია პროდუქციის მენეჯმენტზე, მათ შორის ახალი პროდუქციის დამატება, ძველი პროდუქციის წაშლა, ინფორმაციის რედაქტირება, მათ შორის მიტანის პირობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის შეცვლა.
პროდუქციის რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია ამ საკითხის გადაბარება რომელიმე თანამშრომლისთვის ან აუთსორსინგზე გატანა.
მნიშვნელოვანია ონლაინ მაღაზია ისე გაკეთდეს, რომ მარტივი იყოს პროდუქციის დამატება, შეცვლა და რედაქტირება.
გსურთ ონლაინ მაღაზიის დამზადება?
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 97 47 17 / info@blh.ge