საიტის დამზადება - როგორ შევქმნათ საიტი?
თანამედროვე ბიზნესის ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელია ეფექტური საიტის დამზადება.
შეიძლება ითქვას, ფუნქციური და მიმზიდველი საიტების შექმნა ჯერ არ ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.
აღნიშნული განპირობებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით, მათ შორის შეიქმნა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა: WordPress, Joomla, Wix და სხვა.
თუ ვებ გვერდის შექმნა გადაწყვიტეთ, ამ სტატიაში იხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების ეფექტურად რეალიზებაში.
საიტის შექმნა გსურთ? დაგვიკავშირდით - 555 97 47 17 / info@blh.ge
რამდენიმე ჩვენი ნამუშევარი
საიტების დამზადება ფასი
საორიენტაციო ფასები, საიტების ტიპების შესაბამისად:
ერთგვერდიანი
საიტი-
თანამედროვე დიზაინი
-
მობილურზე მორგებული
-
საკონტაქტო ხელსაწყოები
-
მარტივი ადმინ პანელი
კორპორატიული
საიტი-
გვერდების ულიმიტო რაოდენობა
-
თანამედროვე დიზაინი
-
მობილურზე მორგებული
-
საკონტაქტო ხელსაწყოები
-
ანალიტიკური ხელსაწყოები
-
მარტივი ადმინ პანელი
-
პირველადი სეო ოპტიმიზაცია
ონლაინ მაღაზია
-
ონლაინ კატალოგი
-
ფილტრაციის სისტემა
-
ციფრული კალათა
-
ონლაინ შესყიდვის სრული ციკლი
-
ბარათით გადახდის სისტემა
-
თანამედროვე & მობილურზე მორგებული დიზაინი
-
Google analytics
-
შეკვეთების მართვის სისტემა
როგორ ხდება საიტების დამზადება?
ნებისმიერ ვებ-საიტს გააჩნია სამი ძირითადი ელემენტი:
- საიტის ტიპის შერჩევა – პირველ რიგში ხდება ვებ-გვერდის ტიპის შერჩევა, ორგანიზაციის საჭიროების მიხედვით.
- მაგალითად: თუ თქვენი მიზანია ორგანიზაცის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის წარმოდგენა, მაშინ საინფორმაციო საიტის შექმნა იქნება უპრიანი, ხოლო თუ გაქვთ პროდუქციის ფართო სპექტრი და გსურთ მისი წარმოჩენა – კატალოგის საიტის გაკეთება არის რეკომენდირებული.
- ვებ-გვერდის დიზაინი – პირველ რიგში, საჭიროა ლოგოს დიზაინის შექმნა, ფერთა პალიტრის განსაზღვრა, რომელიც გამოიყენება საიტის დიზაინში.
- ვებ-საიტის სტრუქტურა და კონტენტის განსაზღვრა – საჭიროა ზუსტად განისაზღვროს საიტის გვერდები, ასევე თითოეული გვერდის სტრუქტურა, რაც ეფუძნება დამკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას – ფოტო-ტექსტურ მასალებს.
საიტის დამზადება გსურთ? დაგვიკავშირდით - 555 97 47 17 / info@blh.ge
ვებსაიტების დამზადების პროცესი
- შემსრულებლის შერჩევა – მნიშვნელოვანია შეარჩიოთ თქვენზე მორგებული შემსრულებელი, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები: ნამუშევრები, ტექნოლოგია, რომლითაც მზადდება საიტი, შემდგომი ტექნიკური მომსახურება და რა თქმა უნდა – ფასი.
- ხელშეკრულების გაფორმება – მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში განისაზღვროს სამუშაოს ზუსტი მოცულობა, თითოეული ფუნქცია, ასევე შესრულების ვადები.
- საიტის პირველადი ვერსიის წარდგენა – ამ ეტაპზე ხდება ვებ-გვერდის ძირითადი კონტურების წარმოჩენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ მიმდინარე პროცესი და თქვენთვის მისაღები მიმართულებით წარმართოთ საიტის შემდგომი განვითარება.
- დამკვეთის მიერ განსაზღვრული შენიშვნების გათვალისწინება – ვებ-გვერდის პირველადი ვერსიის შეფასებისას, მნიშვნელოვანია სრულფასოვნად ჩამოაყალიბოთ თქვენი შენიშვნები, რათა სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს და მალე დასრულდეს.
- საიტის საბოლოო ვერსიის წარდგენა – თქვენ მიერ მოწოდებული შეფასებისა და შენიშვნების მიხედვით, ხორციელდება ვებსაიტისთვის საბოლოო ფორმის მიცემა და თქვენთვის წარდგენა.
- ვებ-გვერდის თარგმნა – თუ საიტი რამდენიმე ენაზე უნდა გაკეთდეს, ძირითადი ენის დასრულების შემდგომ ხდება მისი თარგმნა.
ვებ-გვერდის დამზადების ვადები დამოკიდებულია სხვადასხვ ფაქტორზე, მათ შორის საიტის ტიპი, ფუნქციონალი, დიზაინი და სხვა დეტალები.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სამუშაოს შესრულების საშუალო ვადებია 20-30 სამუშაო დღე.
მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად მოხდეს საიტის ტიპის შერჩევა, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი დანახარჯები, ასევე გამოგვადგეს ვებ-გვერდი ჩვენი მიზნების მისაღწევად.
მაგალითად: თუ თქვენი მიზანია თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის წარმოჩენა ვებ-სივრცეში, ამ შემთხვევაში საინფორმაციო ტიპის მარტივი საიტიც საკმარისი იქნება, ხოლო თუ გსურთ თქვენი პროდუქციის კატალოგის წარმოჩენას ან გაყიდვებს, მაშინ უმჯობესი იქნება კატალოგის ტიპის საიტის შექმნა.
ხშირად დამკვეთებს აინტერესებთ, რამდენად შესაძლებელი იქნება საიტის ვიზუალური და ფუნქციური განახლება მომავალში?
მნიშვნელოვანია ეს საკითხი დაზუსტდეს, სანამ მოხდება საიტის გაკეთება, ხოლო შემდგომ საიტის დამზადება განხორციელდეს, ისე, რომ მომავალში მარტივად შეძლოთ არსებული მიზნების მიღწევა.
როგორ შევქმნათ საიტი?
ვებ საიტი, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ყველა კომპანია საჭიროებს ვებ საიტის შექმნას.
ვებგვერდის დასამზადებლად არ არის აუცილებელი, დიდი ფინანსების ინვესტირება, რადგან თანამედროვე რეალობა იძლევა საშუალებას საკმაოდ მისაღებ ფასებში შეიქმნას წარმოსადეგი ვებ-გვერდი.
მოდით განვიხილოთ რა ელემენტებია საჭირო ეფექტური საიტის შესაქმნელად.
1.საიტის დომენი
დომენი არის თქვენ ვებ საიტის მისამართი (მაგ: ჩვენი დომენია www.blh.ge )
თქვენ შეგიძლია ნებისმიერი ტიპის დომენი შეიძინოთ: ge, com, com.ge და ა.შ. დაბოლოვებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იურიდიული პირებისთვის ერთი com.ge დომენი არის უფასო, ხოლო .ge დომენის ფასი, წელიწადში 30 ლარიდან იწყება.
ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უცხოური დომენები, როგორიცაა com, net და სხვა. უცხოური დომენის შესაძენად უნდა შეხვიდეთ ნებისმიერ საიტზე, რომელიც ყიდის დომენებს, მაგ: Godaddy.com.
მნიშვნელოვანია, რომ დომენის რეგისტრაცია მოხდეს თქვენი კომპანიის სახელზე, ქართული დომენების შეძენისას, ფორმდება ხელშეკრულება, სადაც თქვენი კომპანიის ან პირადად თქვენი რეკვიზიტები უნდა იყოს განსაზღვრული, რათა სრული კონტროლი გქონდეთ მასზე.
2.ჰოსტინგი (სერვერი)
ჰოსტინგი არის ვებ სივრცე, თქვენი ვებ-საიტის განსათავსებლად, რომლის მეშვეობითაც ვებ-საიტის მონაცემები ხელმისავწომია აუდიტორიისთვის დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში.
თქვენ გაქვთ არჩევანი ქართულ და უცხოურ ჰოსტინგებს შორის. იმის მიხედვით, თუ რა მოცულობისაა თქვენი საიტი (მაგ: 1 გბ, 2გბ და ა.შ.), განისაზღვრება ჰოსტინგის ფასი. გარდა ამისა ჰოსტინგის ფასი დამოკიდებულია მის ფუნქციებზეც.
ქართული ჰოსტინგების ფასები საშუალოდ იწყება 10 ლარიდან თვეში, ხოლო უცხოური ჰოსტინგების საშუალო ფასი 5-10 $-ია თვეში, ამავდროულად არსებობს უფრო ძვირიანი ჰოსტინგებიც.
3.ვებსაიტების ტიპები:
მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ თუ რა ტიპის საიტი გვჭირდება. წარმოგიდგენთ ძირითადი ტიპის საიტებს:
საინფორმაციო საიტის დამზადება
ასეთი ტიპის საიტის მიზანია თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ფოტო-ტექსტური მასალების გამოყენებით.
საინფორმაციო ვებ-გვერდი შესაძლებელია იყოს, როგორც ერთგვერდიანი, ასევე მრავალგვერდიანი.
ნიმუშები:
საშუალო ფასი: 800-1900 ლარის ფარგლებში
კატალოგის ტიპის საიტის შექმნა
ასეთი ტიპის საიტის ძირითადი მიზანია პროდუქციის ან სერვისების წარმოჩენა კატალოგის მეშვეობით. პროდუქცია დაყოფილია კატეგორიებად, ხოლო ცალკეულ პროდუქტს გააჩნია ინდივიდუალური გვერდი, სადაც განსაზღვრულია დეტალური ინფორმაცია მის შესახებ.
კატალოგის ტიპის საიტს ასევე გააჩნია ფილტრაციის და ძიების დახვეწილი ფუნქციონალი.
ნიმუშები:
საშუალო ფასი: 1800-2800 ლარის ფარგლებში
ონლაინ მაღაზია
ეს არის იგივე კატალოგის ტიპის საიტი, რომელსაც დამატებით გააჩნია პროდუქციის კალათაში დამატების და ონლაინ შესყიდვის ფუნქციები, ასევე მომხმარებლის კაბინეტი და შეკვეთების მართვის სისტემა.
გაიგე მეტი ონლაინ მაღაზიის დამზადების შესახებ.
ნიმუშები:
საშუალო ფასი: 2000-3000 ლარის ფარგლებში
4.Wordpress საიტის აწყობა
შესაძლებელია ვებ საიტის უკვე არსებულ ძრავებზე აწყობა (მაგ: wordpess ის ძრავი) ან ვებ-პროგრამისტის მიერ თავიდან ბოლომდე მისი პროგრამულად დაწერა.
იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი მიზანი შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ვებ-საიტი, რომელთა ღირებულება მერყეობს რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე.
- ვებ საიტის გვერდების შექმნა- ყველაზე რთული ეტაპია, აუცილებელია ერთი მხრივ კარგი დიზაინისა და მეორე მხრივ კარგად დაწერილი კონტენტის განთავსება.
- ვებ საიტის დიზაინი- შესაძლებელია უკვე არსებული დიზაინის გადაკეთება ან ახალი დიზაინის დახატვა ეს უკანასკნელი უფრო ძვირი ჯდება.
- კონტენტი– კარგი კონტენტი უმნიშვნელოვანესი ვებ-საიტისთვის, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, რომლებიც დალაგებული და მიმზიდველი ენით აუხსნიან მომხმარებელს თქვენი ვებ-საიტის მიზნებსა და მომსახურებას.
კონტენტის შექმნა, როგორც წესი სხვა პირს უნდა დაევალოს და არა დიზაინერს, რადგან ძალიან იშვიათობაა, კარგი დიზაინერი, რომელიც ამავდროულად კარგ კონტენტსაც ქმნის.
თქვენი საიტი, როგორც მინიმუმ სამ გვერდს საჭიროებს:
- მთავარი გვერდი- ვინ ხართ და რას აკეთებთ,
- ჩვენს შესახებ გვერდი- მომხმარებელი მეტის გაგებას შეძლებს კომპანიის შესახებ,
- საკონტაქტო გვერდი- შესაძლებლობას იძლევა დაგიკავშირდნენ (კარგი იქნება, თუ ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია ყველა გვერდზე იქნება განსაზღვრული, განსაკუთრებით ტელეფონის ნომერი),
ამავდროულად ვებ საიტის მიზნიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სხვა გვერდებიც, როგორიცაა: მომსახურების გვერდი, ბლოგის გვერდი და ა.შ.
მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდებზე არსებული კონტენტი იყოს გამართული ენობრივად და გრამატიკულად.
5.SEO და კონტენტ მარკეტინგი
იმის შემდგომ, რაც შეიქმნება ვებ საიტი, განისაზღვრება დომენი და განთავსდება იგი შესაბამის ჰოსტინგზე, დღის წესრიგში დადგება, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვის საკითხი.
მომხმარებლების მოზიდვა ბევრი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე ეფექტურია: მომხმარებლების მოზიდვა საძიებო სისტემებიდან და ინტერნეტ რეკლამიდან.
საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-საიტი, მარტივად რომ იძებნებოდეს აუცილებელია საიტის სეო ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტის განთავსება, რაც საშუალებას მისცემს თქვენს ვებ საიტს უფრო მაღალი შედეგები აჩვენოს ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing და Yandex.
რაც შეეხება ინტერნერტ რეკლამირებას, საქართველოში ყველაზე ეფექტურია, Facebook-ის რეკლამა და რეკლამა Google-ში.
გსურთ ვებ-საიტის დამზადება?
დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის (info@blh.ge), ისე ტელეფონის (555 97 47 17) საშუალებით.
ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას, როგორც ვებ საიტის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.
ტოპ 5 შეცდომა საიტის დამზადების პროცესში
განვიხილოთ ტოპ ხუთი შეცდომა, რომელსაც უშვებენ საიტის აწყობის პროცესში:
1. უხარისხო ჰოსტინგის შეძენა
არ არის რეკომენდირებული საიტების შექმნა უხარისხო სერვერზე, რაც პრობლემების შექმნის როგორც სამუშაო პროცესში, ასევე სამომავლოდ, როდესაც საიტი დაიწყებს ფუნქციონირებას.
ცუდი ჰოსტინგი ნიშნავს ნელ საიტს, მუდმივ გათიშვებს, მათ შორის შესაძლოა მარტივად დავირუსდეს თქვენი ვებსაიტი.
2. SSL სერთიფიკატის არ ქონა
SSL სერთიფიკატი ნდობის ფაქტორია, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საძიებო სისტემებისთვის, მაგალითად გუგლის საძიებო სისტემაში პოზიციების მოსაპოვებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვებ გვერდზე SSL სერთიფიკატის არსებობა.
სერთიფიკატი იცავს თქვენი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SSL სერთიფიკატი, თუ ფლობთ ონლაინ მაღაზიას, სადაც მომხმარებელი რეგისტრირდება და ახორციელებს ონლაინ შეკვეთას და გადახდებს.
3.არასწორი საიტის პლატფორმის შერჩევა
რომელი ჯობია WordPress თუ Wix? Custom კოდით ხომ არ ჯობია საიტის აწყობა ?
მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ვებგვერდის პლატფორმა, რათა ერთი მხრივ მიიღოთ ის შედეგი, რაც გჭირდებათ და მეორე მხრივ არ დახარჯოთ იმაზე მეტი ფინანსები, ვიდრე საჭიროა.
მაგალითად: თუ საინფორმაციო ტიპის საიტის დამზადება გსურთ, რეკომენდირებულია WordPress-ის სისტემის გამოყენება, ხოლო თუ კომპლექსური ფუნქციონალის მქონე ვებსაიტის შექმნა გადაწყვიტეთ, მაშინ ამ პროექტის განხორციელება Custom კოდით იქნება უპრიანი.
4.გადატვირთული დიზაინი
რთული ნავიგაცია, ანიმაციები, ვიდეოები, უცნაური დიზაინის ელემენტები, ზედმეტი კონტენტი, ყველაფერი ეს ხელს შეუშლის თქვენს ვებ-გვერდს შეინარჩუნოს ვიზიტორი, რამდენიმე წამითაც კი.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია საიტის გაკეთება სწორი სტრუქტურისა და ზომიერი დიზაინის საფუძველზე, მარტივი ნავიგაციითა და სასიამოვნო ინტერფეისით.
5. საიტის დაბალი სიჩქარე
არაფერი იმაზე მეტად არ აღიზიანებს მომხმარებელს, როგორც ნელი ვებ-გვერდი, რომლის ჩატვირთვას დიდი დრო ჭირდება.
ნელი საიტი არ მოსწონს საძიებო სისტემებსაც, რომლებიც “სჯიან” ასეთ გვერდებს და მოწინავე პოზიციებზე არ აჩვენებენ.
ამიტომაც მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სწრაფი საიტის შექმნა, რითიც კმაყოფილი იქნება მომხმარებელიც და საძიებო სისტემებიც.
საიტის გარეკლამება
როგორ გავაპიაროთ ვებ-საიტი? განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები: