ონლაინ მაღაზიის დამზადება

ონლაინ მაღაზიის დამზადებაონლაინ მაღაზიის დამზადება სულ უფრო საჭირო და ამავდროულად ხელმისაწვდომი ხდება.

გაქვთ არსებული ბიზნესი ან აპირებთ ახალი საქმის დაწყებას? რა ღირს ინტერნეტ მაღაზიის შექმნა? რითი დავიწყოთ? ამ ყველაფერს ამ სტატიაში განვიხილავთ.

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 97 47 17 / info@blh.ge

ინტერნეტ გაყიდვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ონლაინ შოპი არის ხელსაწყო რათა არ ჩამორჩეთ კონკურენტებს და შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც კი აღმოაჩინოთ თქვენი ბიზნესისთვის.

მსგავსი სტატია: საიტების დამზადება ბიზნესისთვის

რა არის ინტერნეტ მაღაზია?

ეს არის ონლაინ გაყიდვების საიტი, რომელზეც განთავსებულია თქვენი პროდუქცია, კატეგორიების მიხედვით.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საიტზე ჩაშენებული საძიებო სისტემით, მარტივად მოიძიოს მისთვის საინტერესო პროდუქცია, ფასის, მახასიათებლების, კატეგორიის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

მოძიებული პროდუქცია განათავსოს ელექტრონულ კალათაში და როდესაც დაასრულებს შერჩევის პროცესს, განახორციელოს ონლაინ შეკვეთა, მათ შორის საბანკო ბარათით ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთა მოდის თქვენი მაღაზიის ადმინ პანელში, ასევე ელ. ფოსტაზე, რასაც თქვენი მხრიდან პროდუქციის მიწოდება მოყვება.

რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა?

ინტერნეტ მაღაზიის დამზადების ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა დეტალებზე და ფუნქციონალზე, ასევე პლატფორმაზე, სადაც უნდა ხორციელდება ონლაინ შოპის შექმნა.

თუ მინიმალური ბიუჯეტი გაქვთ, უმჯობესია შოპის დამზადება მოხდებს WordPress-ის სისტემაზე, ასეთ შემთხვევაში თქვენი პირველადი ინვესტიციის მოცულობა 2500 ლარიდან დაიწყება.

ამავდროულად, მომავალში შესაძლებლობა გექნებათ დაამათო ახალი ფუნქციონალი, როგორიცაა განვადების და საკურიერო ავტომატიზაციის სისტემები, ასევე თარგმნოთ ონლაინ მაღაზია სხვადასხვა ენაზე.

რა არის საჭირო ინტერნეტ მაღაზიის შესაქმნელად?

1.დომენი – ეს არის მაღაზიის ელექტრონული მისამართი, რომლის ღირებულება წელიწადში 12 ლარიდან იწყება.

2.სერვერი (ჰოსტინგი) – ეს არის ვებ სივრცე, სადაც უნდა განთავსდეს საიტი, მისი საშუალო წლიური ღირებულება 100-150 ლარია.

3. ლიცენზიები და ტექნიკური მხარდაჭერა – თუ შოპი დამზადებულია რომელიმე პლატფორმაზე, საჭირო იქნება ფასიანი ლიცენზიების წლიური განახლება, ამავდროულად ნებისმიერი ვებგვერდის ჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა, ამ მომსახურების მინიმალური ღირებულება წელიწადში 400 ლარიდან იწყება, თუმცა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციები

მოდით განვიხილოთ ინტერნეტ მაღაზიის ძირითადი ფუნქციები:

ონლაინ კატალოგი – კატეგორიების მიხედვით დახარისხებული პროდუქცია.

ფილტრაცია – პროდუქციის ფილტრაციის ეფექტური სისტემა, ფასის, მახასიათებლების, კატეგორიის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

პროდუქტის შიდა გვერდი – ისეთი ატრიბუტებით, როგორიცაა პროდუქციის ფოტო, ტექსტური აღწერილობა, ფასი, შეძენის ღილაკი.

კალათში დამატების ფუნქცია – მომხმარებელს საშუალება აქვს, მისთვის საინტერესო პროდუქცია დაამატოს ციფრულ კალათში.

ონლაინ შესყიდვის სრული ციკლი – მომხმარებელს შეუძლია გააფორმოს ონლაინ შესყიდვა, თქვენი საიტიდან.

ბარათით გადახდის სისტემა – მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით.

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 97 47 17 / info@blh.ge